Glovo, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მულტიკატეგორიული მიწოდების პლატფორმა, გაფართოებას აფრიკის ბაზარზე განაგრძობს. კომპანია ოპერირებას იწყებს ტუნისსა და განას სხვადასხვა ქალაქში. განახლებული მონაცემებით, Glovo კონტინენტის შვიდ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. გაფართოების შემდეგ, დაახლოებით, 6.5 მილიონი ადამიანი შეძლებს, Glovo–ს აპლიკაციის გამოყენებას. ამ სიახლით, კომპანია განაგრძობს საკუთარი მისიის შესრულებას – ყველაფერი, ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ჯამში, Glovo-ს ინვესტიცია, აფრიკის რეგიონში, 25 მილიონ ევროს შეადგენს (30 მლნ $). თუმცა კომპანია, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, დამატებით, 50 მილიონი ევროს ინვესტიციას ელოდება (60 მლნ $). Glovo-ში მიიჩნევენ, რომ აფრიკაში მრავალი ბაზარი არსებობს, რომელთა უნიკალური შესაძლებლობებიც, ამ ეტაპზე, არ არის აღიარებული. ტექნოლოგიური პლატფორმა დაეხმარება ადგილობრივ, დამოუკიდებელ ბიზნესებს გაძლიერებასა და ინტერნეტის საშუალებით, მეტ მომხმარებელთან დაკავშირებაში.
დღეს, Glovo-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია მაროკოში, უგანდაში, კენიაში, განაში, კოტ დ ‘ივუარსა და ნიგერიაში. კომპანიამ უკვე შეიტანა საკუთარი სერვისი 40 -ზე მეტ ქალაქში, დაუკავშირდა 300000-ზე მეტ მომხმარებელს, 8000 რესტორანსა და ითანამშრომლა 12000 კურიერთან. მიმდინარე წლის დასაწყისში, Glovo-მ ოპერირება განას დედაქალაქ აკრაში დაიწყო, ხოლო გასულ თვეში, აპლიკაციას ქალაქი ტემა დაემატა. რაც შეეხება ტუნისს, კომპანია ოპერირებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს.
წლის დასაწყისში, Glovo-მ ოპერირება 23 ქვეყნამდე გაზარდა, სადაც აფრიკა გეოგრაფიული ნაკადის 30%-ზე მეტს შეადგენს. კომპანიას უკვე ჰყავს ძირითადი ადგილობრივი ხელმძღვანელობის გუნდები აფრიკაში და კვლავ აგრძელებს საკუთარ პოლიტიკით, ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანების დასაქმებას. გაფართოების ახალ ეტაპზე, გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას და 2022 წლის ბოლოსთვის, 200-ზე მეტი ახალი თანამშრომლის დამატებას.
„აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გავაფართოვეთ სერვისი აფრიკაში, შევიტანეთ Glovo განას ახალ ქალაქებში და სულ მალე, ტუნისში დავიწყებთ ოპერირებას. ჩვენი მისიაა, ნებისმიერ ქალაქში, ყველა ადამიანს მივცეთ წვდომა მიტანის სერვისზე. Glovo-ს პლატფორმა არის საუკეთესო გზა მომხმარებლისა და ადგილობრივი ბიზნესების, რესტორნებისა თუ სავაჭრო ობიექტების დასაკავშირებლად. გვჯერა, რომ ამ ქვეყნებში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ასევე – „ონლაინ“ შესყიდვასა და მიწოდებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რომ აპლიკაციის საშუალებით, შევქმნათ და მივაწოდოთ საქონელი ახალ მომხმარებლებს“ – ამბობს საშა მიქაუდი, Glovo–ს თანადამფუძნებელი.
„ჩვენი გაფართოება ნიგერიაში, განასა და ტუნისში არის ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ. ამიტომ, გვიხარია გეგმების რეალობაში განხორციელება. აფრიკაში უპრეცედენტოდ გაიზარდა მიტანის სერვისზე მოთხოვნა. ჩვენი სერვისების გაფართოება ახალ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, არის ამ ტენდენციის ანარეკლი და კონტინენტისადმი ჩვენი ერთგულების დადასტურება. მოუთმენლად ველით, რომ საკვები, სასურსათო, ფარმაცევტული თუ საცალო პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება Glovo-ს ახალი მომხმარებლებისთვის“ – ამბობს უილიამ ბენთჰალი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი სუბსაჰარულ აფრიკაში.
Glovo-ს შესახებ
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლებ დროში. აპლიკაციას, ამჟამად, 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25 000 ასოცირებული პარტნიორი ჰყავს. კომპანია ოპერირებს 23 ქვეყანაში ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Glovo-ს ვებგვერდს.
[R]