in

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Glovo საქართველოშია

Glovo, მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას იძლევა, თბილისში შემოვიდა.

bog
bog-mob

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GlovoAppGE/videos/1593280130776597/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„ეს აპლიკაცია ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით, შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეგორიის ნივთის შეძენაც. გარდა ამისა, კურიერის მომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს“.

მსოფლიოს 67 ქალაქის შემდეგ, Glovo-ს საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია თბილისიდან, ვირტუალურად მოგზაურობა და ნებისმიერი პროდუქტის შეძენა.

Glovo-მ უკვე დაიწყო თანამშრომლობა რესტორნებთან, ყვავილების მაღაზიებთან, საცხობებსა თუ საკონდიტროებთან. ამასთანავე, აპლიკაციას უკვე ჰყავს პარტნიორ კურიერთა ქსელი, რომლებსაც პროდუქციის დასარიგებლად რამდენიმე წუთი სჭირდებათ. მანქანების გარდა, ისინი პროდუქციის მისატანად სკუტერებს და ველოსიპედებს იყენებენ, რაც ხელს უწყობს ქალაქში საცობების განტვირთვას და მომხმარებლებს მიტანის სერვისის ეკო მეგობრულ გზას სთავაზობს“.

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტის 20 ქვეყანაშია (ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, მაროკო, ეგვიპტე, პანამა, კოსტა-რიკა, არგენტინა, პერუ, ბრაზილია) ხელმისაწვდომი.

„ძალიან გვიხარია Glovo-ს თბილისში შემოსვლა. ეს პირველი შემთხვევაა კავკასიის რეგიონში და ხელს უწყობს იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური სექტორი გადის. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერს შემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. აღსანიშნავია, რომ Glovo-ს გამოყენებით, მსოფლიოში, 70 მილიონზე მეტი შეკვეთაა მიტანილი, მომსახურების საშუალო დრო კი 35 წუთზე ნაკლებია. მის ქსელში 12 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერია გაწევრიანებული, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისში კი კომპანიას 800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.“, – ამბობს  Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში გიგა ქერქაძე.

[R]

ვენაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

Google-მა ახალი, მესამე თაობის „მედიაფლეერი“ გამოუშვა