in

1 აგვისტოდან McDonald’s და Glovo ექსკლუზიური პარტნიორები გახდებიან

ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია Glovo და სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ.

BOG
BOG

პარტნიორობის ფარგლებში, McDonald’s-ის საყვარელი ბურგერების გამოძახება Glovo-ს დაფარვის ზონის ხუთივე ქალაქშია შესაძლებელი. ამიერიდან მეგობარი კომპანიები საერთო აქციებით განებივრებას ჰპირდებიან მომხმარებლებს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ თბილისსა და ბათუმში, 24/7-ზეა შესაძლებელი საყვარელი ბურგერებისა თუ მენიუების გამოძახება. Glovo მომხმარებლებს ჰპირდება, რომ  McDonald’s-ის ნებისმიერი პროდუქტი, ძალიან სწრაფად აღმოჩნდება ზღვის სანაპიროზე.

მზის ჩასვლა არასოდეს ყოფილა ასეთი გემრიელი.

შეგახსენებთ, რომ Glovo უკვე 2 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მისი მეშვეობით 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით. Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.

 

[R]

ტურბო – ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა

Porsche-ს „სულის ხმა“, როგორც ინსტალაცია – აუდიტორიისთვის გასაგები ფორმითა და შინაარსით