25
Apr
2019

„ნიკორა სუპერმარკეტიდან“ პროდუქტის Glovo-ს აპლიკაციით შეკვეთა უკვე შესაძლებელია

25 Apr 2019

25 აპრილიდან, „ნიკორა სუპერმარკეტის“ ნებისმიერი პროდუქტის მიტანა, მარტივად, Glovo-ს მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, მაისის ბოლომდე, ყველა მომხმარებელი მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებს.

„Picker კონცეფცია, რომელიც „ნიკორა სუპერმარკეტმა“ და Glovo-მ ერთობლივად შეიმუშავეს, ოპერაციული პროცესების გამარტივების ხარჯზე, საშუალებას იძლევა მომხმარებელმა შეკვეთა წუთებში მიიღოს“. 

„ნიკორა სუპერმარკეტის“ პროდუქციის ჩამონათვალის ხილვა შესაძლებელია Glovo-ს „სურსათის კატეგორიაში“.

„1000-მდე დასურათებული ასორტიმენტი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ამარტივებს სურსათის ონლაინ ყიდვის პროცესს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელი არ არის შეზღუდული მინიმალური შეკვეთის ოდენობაში და გადახდა შესაძლებელია, როგორც ბარათით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.

„ახლო მომავალში, Glovo-ს და „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს თანამშრომლობა საქართველოს სხვა 3 დიდ ქალაქზეც გავრცელდება. ესენია: ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი“.

[R] 

განხილვა