in

Glovo მიტანის სერვისის შემდეგ თაობას, Q-Commerce-ს აანონსებს

„ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება“ – ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ს „გაშვებას“ აანონსებს. ეს მესამე თაობის კომერციაა და გულისხმობს 30 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში, ყველაფრის მიწოდებას, ქალაქებში.

Glovo საცალო და სასურსათო კატეგორიებზე ფოკუსირდება. მისი საერთაშორისო პარტნიორები ისეთი წამყვანი საცალო ბრენდები და სუპერმარკეტები არიან, როგორებიცაა: Unilever, IKEA, Nestle და L’Oréal; ადგილობრივ ბაზარზე კი Glovo-ს პარტნიორები გახლავთ: „სუპერი“, Miniso, iPlus, Apple City, Carrefour, „გუდვილი“, „ნიკორა“, „სპარი, Europroduct და სხვა.

Q-Commerce აკავშირებს მომხმარებლებს არა მხოლოდ რესტორნებსა და სუპერმარკეტებთან, არამედ  შესაძლებელს ხდის ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობას. მაგალითად, სათამაშოების, წიგნების, ყვავილების, სილამაზის პროდუქტების, აფთიაქებისა და ა.შ.

„დაარსების დღიდან, მრავალ კატეგორიაში მიწოდების პიონერის, Glovo-ს გამოცდილება ბევრად აღემატება კონკურენტების გამოცდილებას, რადგან უმეტესობამ მხოლოდ პანდემიის დროს დაიწყო საკვების გარდა, სხვა პროდუქციის მიწოდების სერვისი“.

Glovo-მ, გლობალური მასშტაბით, უკვე ჩააბარა 12 მილიონზე მეტი მულტიკატეგორიული შეკვეთა და 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 300%-ზე მეტი ზრდის ტემპი განიცადა. მხოლოდ ესპანეთში, Glovo-სთვის სასურსათო ნივთების შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა და 1 400 000 -მდე გაიზარდა.

დანიელ ალონსო, Glovo– ს Q-Commerce– ის გლობალურდირექტორ: „მსოფლიო მასშტაბით არსებული შეზღუდვებისა და ე.წ. ლოქდაუნის გამო, მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ მათ კართან უფრო მეტი ნივთის მიტანა გახდება შესაძლებელი. მათთვის აღარც 24-48 საათიანი ლოდინის დრო არის მისაღები. Glovo-ში ვიღებთ ვალდებულებას, რომ 30 წუთში ან კიდევ უფრო ნაკლებ დროში, Q-Commerce-ის საშუალებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი პროდუქტის მიტანა.  მომხმარებლებისთვის ჩვენი შეთავაზებები რომ გავაფართოვეთ, აღფრთოვანებული ვიყავით Q-Commerce-ის წარმატებით ესპანეთში. ამიტომ, დავაჩქარებთ მის დაწყებას დანარჩენ ევროპასა და აფრიკაში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში”. 

დანიელ ალონსოს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, ის Walmart E-Commerce-ის უფროსი დირექტორი იყო.

„მისი გამოცდილება გაძლიერებს Glovo-ს, მიტანის სერვისის მომავალი თაობის, Q-commerce-ის მიმართულებით“.

Glovo-შესახებ 

„Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლებ დროში. აპლიკაციას, ამჟამად, 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25 000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს“.

[R]

აპარატი, რომლითაც ძილის მართვა შეგიძლიათ

გადაიხადე საკომისიოს გარეშე – აქცია თიბისი ფეისგან