in

შეუკვეთე Glovo-ზე Visa ბარათით და დაიბრუნე მიტანის საფასური

2020 წლის ოქტომბერში, Glovo-ს საშუალებით, შეუკვეთე: საკვები, ფარმაცევტული პროდუქცია, პარფიუმერია, ტექნიკა ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, გადაიხადე Visa ბარათით და დაიბრუნე მიტანის საფასური.

BOG
BOG

„მიტანის სერვისის ღირებულება, მეორე დღეს, ელ.ფოსტით ან Push შეტყობინებით, პრომო კოდის სახით დაგიბრუნდებათ. მიღებული კოდი Glovo-ს აპლიკაციაში, პრომო კოდების განყოფილებაში უნდა შეიყვანოთ. დაგროვილი თანხის გამოყენება Glovo-ს შემდეგ შეკვეთებზეა შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშული აქცია მრავალჯერადი ფორმატისაა და რამდენჯერაც განახორციელებთ შეკვეთას, იმდენჯერ დაბრუნდება მიტანის სერვისის საფასური პრომო კოდის სახით. რაც შეეხება Glovo Prime-ის მომხმარებლებს, ისინი განსაკუთრებულ  ვაუჩერს მიიღებენ“.

შეგახსენებთ, რომ Glovo-სა და Visa-ს კოლაბორაცია სიახლეს არ წარმოადგენს – რამდენიმე თვის წინ, კომპანიები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. Glovo-სა და Visa-ს თანამშრომლობა კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება მომხმარებლებს.

„მიტანის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მიტანის სერვისით სარგებლობა საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.  Glovo-ს მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი ნივთი თქვენთან გაჩნდება“.

 

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25 000 ასოცირებული პარტნიორი ჰყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ კომპანიის ვებგვერდს.

 

[R]

Marshall-ის უახლესი ყურსასმენი, რომელიც უსადენოდ იმუხტება და 80 საათს ძლებს

აჩვენე უცხოელ მეგობრებს, როგორი მასპინძლობა ვიცით – “გააგზავნე საქართველო ფოსტით”