მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო მიღებულმა რეგულაციებმა ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე საშუალო მცირე და ბიზნესებს. გამონაკლისი არც სარესტორნო სექტორი აღმოჩნდა. მათ დახმარებას Glovo სხვადასხვა გზით ცდილობს – მათ შორის ერთ-ერთია SMS კამპანია, რომლითაც კვების ობიექტებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ პოტენციურ მომხმარებლებთან.
„ამ ეტაპზე Glovo და WiFisher საერთო სოციალური პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ და ყველა მსურველ რესტორანს ეხმარებიან, SMS კამპანია ჰქონდეთ საკუთარ პოტენციურ მომხმარებლებთან. პროექტში 70-მდე კვების ობიექტია დარეგისტრირებული, რომელთა შეთავაზებები, იქნება ეს საახალწლო მენიუ თუ სხვა, დაეგზავნებათ მათ სამიზნე აუდიტორიას“.
[R]