in

Glovo-ს ახალი ინიციატივები მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ადამიანების მთავარი პრიორიტეტი გახდა. სხვადასხვა ორგანიზაციები და კომპანიები, საჯარო ფიგურები და ადამიანები უპრეცედენტო სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებენ ერთმანეთს.

Glovo, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, მიიჩნევს, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში, სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისი ფარმაცევტულ პროდუქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც, მომხმარებელს აფთიაქებიდან უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს. საქართველოს 5 ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ გამოიძახონ ნებისმიერი პროდუქტი პარტნიორი სააფთიაქო ქსელებიდან და უფასო მიტანის სერვისით ისაგებლონ. შეთავაზება იანვრის ბოლომდე იქნება აქტიური.

ამასთან, დღეიდან 2021 წლის მარტამდე Glovo გაყიდვების ახალ არხს სთავაზობს თავის პარტნიორ რესტორნებსა და მაღაზიებს. Glovo-ს მომხმარებელს უკვე თავად შეუძლია თავისი შეკვეთის წამოღება სასურველი რესტორნიდან. ამისათვის მათ უნდა შეუკვეთონ Glovo-ს აპლიკაციიდან და შეკვეთის გაფორმებისას ზედა მარჯვენა კუთხეში “takeaway” ფუნქცია მონიშნონ.  აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 21:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათამდე. რაც მთავარია, ამ ტიპის შეკვეთებისას, რესტორანი სრულიად გათავისუფლებულია Glovo-ს მომსახურების საკომისიო გადასახადისგან. ამ გზით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისგან გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში კომპანია ცდილობს პარტნიორებსა და მომხმარებლებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ახალ რეალობასთან მორგებაში.

“თავად წამოღების” ფუნქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიაზე: რესტორნების, სურსათის, აფთიაქისა და მაღაზიების კატეგორიებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაღდ ფულთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, თანხის გადახდა აპლიკაციაშივე, მხოლოდ პლასტიკური ბარათის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

Glovo-ს საშუალებით, 24 საათის განმავლობაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით.

 

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს.

 

[R}

„ბავშვების შეთქმულება“ – როგორ მივიქციოთ მშობლების ყურადღება, თუ ისინი სახლიდან მუშაობენ?

Logisticswise, E-commerce კომპანიებს, სრული ლოჯისტიკური ციკლის „აუთსორსს“ სთავაზობს