in

„ვიღებთ მოლოცვებს“ — დღეს Glovo-ს დაბადების დღეა!

უკვე 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზე, Glovo შემოვიდა. გვიხარია, რომ ამ დროის განმავლობაში შევძელით და ქართველ მომხმარებლებს თავი შევაყვარეთ!

ჩვენ, თქვენთან ერთად დავფარეთ 87 000 000 კილომეტრი და თქვენი 18 000 000 სურვილი, სახლის კარამდე მოგიტანეთ.

ვამაყობთ, რომ შევძელით თქვენი ნდობისა და ერთგულების მოპოვება! თავადაც ხომ გახსოვთ, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს რამდენჯერ მოგვიტანია ფავორიტი ბურგერები, ან რამდენჯერ გაგვიგზავნია ყვავილები თქვენი საყვარელი ადამიანისთვის… საჩუქრებზე რაღას იტყოდით? რამდენჯერ გავიღიმეთ ერთად და რამდენი ადამიანის გული გავახარეთ. საოცარია, უკვე 4 წელია, ერთად ვქმნით განუმეორებელ მოგონებებს!

მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის — ჩვენ ერთად გავიზარდეთ! Glovo უკვე მულტი-კატეგორული მიტანის პლატფორმაა. ესაა სივრცე, სადაც ერთდროულად შესაძლებელია ნებისმიერი საკვები თუ საყოფაცხოვრებო ნივთის გამოძახება, მაგრამ ამასთანავე, აქვეა შესაძლებელი საოცნებო მოგზაურობის დაჯავშნა, საჩუქრების შერჩევა ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის და სულ მალე კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისები დაგვემატება.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი განსაკუთრებული პროექტი Cook Room, რომლის საშუალებითაც, როგორც მომხმარებლებს, ასევე პარტნიორებს, გამარტივებული მომსახურება შევთავაზეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ერთად გადავლახეთ მსოფლიო პანდემია და პარტნიორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიერეთ — ჩვენ ერთად აღვნიშნეთ Brands Day, განვიხილეთ განვლილი წლები და სამომავლო გეგმები დავსახეთ!

ჩვენ ერთად წამოვიწყეთ ინიციატივა „კურიერებისთვის“, რომელიც, გიგ-ეკონომიკას სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს. ერთად დავიწყეთ ბრძოლა, რომლის მიზანიც ჩვენი გმირი პარტნიორი კურიერების ცხოვრების გაუმჯობესებაა!

ჩვენ გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა ისეთივე მყარი და ძლიერი იქნება, როგორიც აქამდე იყო!

ცხადია, ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს ამხელა ნდობის მოპოვებას, ერთგული მეგობრების გარეშე. ამიტომ, ჩვენს დაბადების დღეზე გვინდა, მადლობა გადავუხადოთ McDonald’s-ს, Coca-Cola-ს, Visa-ს, TBC-ის და ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს გვერდით აღმოჩნდა.

მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, Glovo-ს დაბადების დღე ვერ იქნებოდა ასეთი განსაკუთრებული, რომ არა თქვენ, ჩვენი ყველაზე ძვირფასი მომხმარებლები.

მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში, სულ ჩვენთან იყავით!

გპირდებით, რომ მუდამ ვიზრუნებთ თქვენზე!

სიყვარულით,

Glovo

[პარტნიორის კონტენტი]

Mercedes-Benz მანქანას ვირტუალური რეალობისთვის ქმნის

4 კითხვა, რომელიც კარიერული მიზნების განსაზღვრაში დაგეხმარებათ