in

Glovo-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

Glovo ყველასათვის საყვარელი აპლიკაციაა – მიტანის მულტიკატეგორული სერვისი, რომელიც წუთებში გააჩენს სასურველ პროდუქტებს შენს სახლის კართან. ტექნოლოგიური კომპანია, გამუდმებით ცდილობს მომხმარებლებს სწრაფი, სანდრო და ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს, მაგრამ სერვისი არ არის ერთადერთი, რაზეც კომპანია ასე ძალიან ზრუნავს.

ზრუნვაეს მთავარი სიტყვაა.

და ვის შეიძლება სჭირდებოდეს მხარდაჭერა უფრო მეტად, ვიდრე ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ პატარებს? სწორედ ამიტომ, Glovo „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ახლო მეგობარია – მცირე საოჯახო და ახალგაზრდული სახლები, მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობენ ყველა იმ ქალაქში, სადაც კომპანია ოპერირებს.

გარდა ამისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Glovo-ს თანამშრომლები „SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ და ბენეფიციარების დღე გაახალისეს. მათ ერთად გაამწვანეს გარემო და პატარა მეგობრებს, განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყვეს.

ვერონიკა ეპიტაშვილი, Glovo მოხალისეობრივი ელჩი:

ჩვენ ჩართულები ვართ მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც გულისხმობს, მსგავსი ტიპის აქტივობების დაგეგმვას და კოორდინირებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შევიძინეთ სხვადასხვა მცენარის და ყვავილის ნერგი, „SOS ბავშვთა სოფლისულამაზეს ბაღში დასარგავად. ჩვენი თანამშრომლები ძალიან მოწადინებულები იყვნენ, რომ მაქსიმალურად დახმარებოდნენ პატარებს და მათთან ერთად, ხარისხიანი დრო გაეტარებინათ.

ჩვენ გავიცანით გიორგი, რომლის ოცნებაც ბოტანიკოსობაა; გავიცანით 1 წლის პატარა დებორა, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ გაიზრდება, რა უნდა გამოვიდეს და მრავალი სხვა უნიჭიერესი, უკარგესი ბავშვი. ჩვენ გვჯერა რომ მსგავსი აქტივობებით შესაძლებელია, ამ ბავშვების ოცნებების ახდენაში პატარა წვლილის შეტანა“.

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ამ მიდგომას იზიარებს Glovo და 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული, მიუსაფარ ცხოველებს ეხმარება – კომპანია Animal Project-ს დაუმეგობრდა და უკვე მეორე წელია, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ყოველთვიურად საკვებით უზრუნველყოფს.

სწორედ Glovo-ს მხარდაჭერით, გასულ თვეში, მიუსაფარი ცხოველების დღის აღსანიშნავად, “მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა” გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით Feel the PAWer of Love, ორბელიანის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს. საქველმოქმედო მარკეტი, ბავშვების გასართობი აქტივობები, ვეგანური თუ ვეგეტარიანული საკვები, გემოვნებიანი მუსიკა და სადღესასწაულო განწყობა – ღონისძიებამ სტუმართა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

ზრუნვა მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

ყველაფერი 2020 წლის მარტში, მსოფლიო პანდემიასთან ერთად დაიწყო: Glovo-მ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, მოხუცთა დახმარება გადაწყვიტა და კათარზისისა თუ სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყო. ასევე, კომპანიამ ბენეფიციარებისთვის პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებაც დაიწყო.

თუმცა ეს პროექტი, პანდემიის ფინალურ ფაზასთან ერთად არ დასრულებულა. Glovo დღემდე განაგრძობს იმ ბენეფიციარების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ზრუნვაა, ეს Glovo ერთერთი მთავარი ღირებულებაა. ამიტომ კომპანია გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლებზე, პარტნიორებზე და მათზე, ვისთვისაც ეს სიტყვა, განსაკუთრებით ძვირფასია.

Glovo- შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ჰყავს.

Glovo ოპერირებს 23 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com

[პარტნიორის კონტენტი]

PS5 ჯოისტიკზე კლავიატურის დამატებას შეძლებთ

როგორ შევცვალოთ არასასურველი ჩვევები?