Ukve • უკვე – აზიური სწრაფი კვების ობიექტია, ადგილზე მიტანის სერვისით, რომელიც დაწესებულების ისტორიაზე, პერსონალზე და ბიზნესის განვითარებაში Glovo-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე გვიყვება.
„უკვე–მ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და 6 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს. ბრენდი Ukve იყო ძალიან ინოვაციური, გვინდოდა შემოგვეთავაზა ის, რაც არ არის სტანდარტული ქართული ბაზრისთვის და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება მოგვეხდინა. დავიწყეთ ქართველებისთვის ნაცნობი კერძებით, მაგალითად ფილადელფიის სუშით ან კალიფორნიით, შემდეგ დავამატეთ არაჩვეულებრივი ვარიაციები, როგორიცაა ბოსტნეული და შემწვარი სუში, რომელიც უფრო ამერიკულია. სახელწოდებით “უკვე”, აზიური კერძები და ქართული მოთხოვნა დავაკავშირეთ.”
როგორც უკვე-ში ამბობენ, უკვე-ს ღირებულება და მთავარი აქტივი არის ღია, ფერადი და მეგობრული ბრენდის პოზიციონირება – „უკვე სიხარულს განიჭებთ“.
„უკვე“ ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო კვების ბიზნესში. გვინდოდა შეგვექმნა მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ქართული სახელწოდებით, მაგრამ აზიური გემოთი იქნებოდა ცნობილი. სუში ერთ-ერთი იშვიათი კერძო იყო და მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევდნენ. გვინდოდა ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაში აზიური კერძებით სადღესასწაულო, ფერადი დღეები შემოგვეტანა. “უკვემ” სუში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
საქართველოში არის 4 კვების ობიექტი და 1 ფილიალი მხოლოდ მიწოდების სერვისზე მუშაობს. “უკვეში” გუნდსა და საუკეთესო სუშის დამზადების საიდუმლოზე გვიყვებიან.
„საუკეთესო სუშის მომზადების საიდუმლო არის ხელის ტექნიკა, თბილი ბრინჯი და ახალი პროდუქტი. ფილიალები მდებარეობს – ვაკეში, მარჯანიშვილზე, სოლოლაკში, გლდანში. მიტანის სერვისის ფილიალი მდებარეობს საბურთალოზე, გლოვოს cook room-ში. ჩვენს გუნდში გვყავს დაახლოებით 60 ადამიანი და უფრო და უფრო ვიზრდებით.”
“უკვეში” ამბობენ, რომ გლოვოს წყალობით ისინი ხელმისაწვდომი გახდნენ ყველგან და შესაძლებელი გახადეს სწრაფად და ხარისხიანად მიეწოდებინათ პროდუქტი მომხმარებლებისთვის.
„რადგან „უკვე“ იყო პირველი აზიური კვების ქსელი საქართველოში, რომელმაც შემოგვთავაზა ადგილზე მიტანის სერვისი, Glovo-მ კი ძალიან გაგვიადვილა საქმე, გააადვილა დაკავშირება ზოგადად მომხმარებელთან. Glovo-სა და ჩვენს გუნდებს შორის სრულყოფილი კომუნიკაციაა ყველა საკითხზე, რაც ასევე აუმჯობესებს ჩვენს მომსახურებას, ერთად ვთავაზობთ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციას, ფასდაკლებასა თუ კომბო შეთავაზებას. საქართველოში Glovo-ს შემოსვლის შემდეგ მიტანის სერვისზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ეს ჩვენს ბიზნესზე პირდაპირ აისახა და განვითარების უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა.”
[პარტნიორის კონტენტი]