in

მანათობელი ქუჩების იდეა სოციალურ ქსელს იპყრობს

ავსტრალიაში მოქალაქეებს უკვე მბზინავ გზებზე შეუძლიათ გადაადგილება — ლუმინესცენტური საგზაო მონიშვნის ზოლები გზებს ღამით ანათებს. ამის ავტორი კი Victoria-ს გზების სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ცდას ატარებს იმის გასაგებად, თუ რამდენად დაეხმარება მბზინვარე საღებავი მძღოლებს ღამით გადაადგილებაში. გავრცელებულმა სურათებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და Facebook-ზე საკმაოდ მოკლე დროში თითქმის 100000 გაზიარებაც მოიპოვა. 

საღებავი, რომელიც სიბნელეში ანათებს, დღის განმავლობაში სინათლეს შთანთქავს და მას ღამით ათავისუფლებს, ეს კი მბზინავ ეფექტს ქმნის და მგზავრებს თავს სამეცნიერო ფანტასტიკაში აგრძნობინებს. მართალია, იდეა სახალისოა, მაგრამ მისი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. 

მართალია, იგი მზიან დღეებში საუკეთესოდ მუშაობს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მოხდება ღრუბლიანი ამინდის დროს. ამასთან, იმაზეც წუხან, თუ როგორ აისახება ამ საღებავის ეფექტი გარემოზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მბზინავი ზოლების დანერგვას გზებზე საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება…

მარსის მისია კვლავ ამტკიცებს, რომ წითელ პლანეტაზე უძველესი ოკეანე არსებობდა!

„აქედან ჩამოსვლას ეხუმრები შენ?!“ – მაგთიკომის რეკლამა