in

აი, როგორები ვართ სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ — Puregym-ის კამპანია

ამ კამპანიის მთავარი გმირი Glow გახლავთ, ენერგიის დიდი მანათობელი ბურთი… ზუსტად იმ გრძნობებს ასახავს, რომელსაც სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლისას განვიცდით. ეს ამბავი კი ინსაითს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ადამიანები ვარჯიშით ყოველდღიურად უკეთეს განწყობაზე ყოფნას ყიდულობენ.

BOG

სავარჯიშო დარბაზების რეკლამებში დიდი ხანია ვხედავთ მოვარჯიშე ადამიანებს, რომლებიც სავარჯიშო დარბაზისთვის დამახასიათებელ რაღაცებს აკეთებენ, საუბრობენ ჯანსაღ ცხოვრებაზე, რაც საკმაოდ გამართლებულია, როცა სამიზნე სეგმენტი უკვე არსებული მომხმარებლები არიან, მაგრამ როცა მიზანი კატეგორიის გაზრდაა, ეს არ გამოდგება. სწორედ ამიტომ ვფოკუსირდით მანათობელ მანიფესტაციაზე… და წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვართ შედეგით, — ამბობს იმოგენ ტეზიმანი, McCann-ის ECD. 

დანარჩენი თავად შეაფასეთ:

რას აკეთებენ იანვარში შემოქმედებითი ადამიანები? 

AI-ს უნდა გაემარტივებინა არტისტების მუშაობა, მაგრამ პირიქით ხდება