in

ქართულმა კომპანია Film Asylum-მა კანადური ბრენდის რეკლამაზე იმუშავა

ქართულმა ფროდაქშენ კომპანია Film Asulym-მა კანადური კომპანია GluteNull-ისთვის ვიდეორგოლი შექმნა. GluteNull მაღალი ხარისხის, ორგანულ, უგლუტენო და ვეგანურ საკვებ პროდუქტს აწარმოებს და ასევე, მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი პროდუქტებს სხვა და სხვა დიეტისთვის. ბრენდის გავრცელების არეალი კანადისა და აშშ-ის ბაზარია. რაც შეეხება კამპანიას, ესაა პირველი ნაბიჯი ბრენდის მომხმარებლებთან კომუნიკაციაში. Film Asulym-ის მიზანი იყო, ვიდეორგოლის საშუალებით, GluteNull მომხმარებლისთვის გაეცნო.

BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Glutenull/videos/497207947889080/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ვაკო კირკიტაძე, Film Asylum-ის დამფუძნებელი: “ვინაიდან, ეს პირველი ვიდეო კომუნიკაცია იყო ბრენდის, ჩვენ გადავწყვიტეთ აქცენტი გაგვეკეთებინა ბრენდის ფილოსოფიასა და ღირებულებაზე და არა კონკრეტული პროდუქტის წამრმოჩენაზე.

გლუტენული არ არის მხოლოდ საკვები, ის ადამიანის ცხოვრების სტილის ნაწილია, შესაბამისად, ის ცდილობს მაქსიმალურად კომფორტულად და ორგანულად გახდეს მომხმარებლის ცხოვრების ნაწილი, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მომხმარებლის საქმეს, როგორც საჭმლის მიღებისას, ისე მის შემდეგ.

საიმიჯო კლიპი კი, ანახებს იმ ღირებულებებს რაზეც დგას ბრენდი: ჯანმრთელობა, სიყვარული, გამბედაობა, აღმოჩენა და ადამიანებს, რომლებისთვისაც გლუტენული ცხვორების სტილის განუყოფელი ნაწილია.”

უჩვეულო წიგნები, რომლებსაც ბიბლიოთეკებში ვერ ნახავთ

King David-ში Snap Fitness-ის მეოთხე დარბაზი იხსნება