in

General Motors და Cruise, თვითმართვადი მანქანების კომერციალიზაციისთვის, Microsoft-თან თანამშრომლობენ

კომპანიებს უსაფრთხო, სუფთა და ყველასათვის ხელმისაწვდომი სამყაროს შექმნა სურთ

veon
veon

სამშაბათს General Motors-მა და Cruise-მა განაცხადეს, რომ თვითმართვადი მანქანების კომერციალიზაციის დაჩქარების მიზნით, Microsoft-თან გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობას აპირებენ.

კომპანიები, უსაფრთხო, სუფთა და ყველასათვის ხელმისაწვდომი სამყაროს შესაქმნელად, თავს მოუყრიან პროგრამული და ტექნიკური ინჟინერიის სრულყოფილებას, ღრუბლოვანი კომპიუტერის შესაძლებლობებს, ნოუ-ჰაუს წარმოებას და ტრანსპორტირების ეკოსისტების ტრანსფორმაციას.

“ჩვენი მისია, რომელიც უფრო უსაფრთხო, უკეთესი და ხელმისაწვდომი ტრანსპორტირების საშუალების შექმნას გულისხმობს, არა მხოლოდ ტექნოლოგიის, არამედ ნდობის “რბოლაც” არის. “მაიქროსოფთი” კი, როგორც ტექნოლოგიების დემოკრატიზაციის ოქროს სტანდარტი, მნიშვნელოვანი ძალა იქნება ამ წარმოებაში” – განაცხადა “კრუიზის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ ამანმა.

ღრუბლოვანი კომპიუტერული შესაძლებლობების თვითმართვადი მანქანებისთვის გამოსაყენებლად, Cruise Microsoft-ის პლატფორმას – Azure გამოიყენებს. ასევე, Microsoft, როგორც “კრუიზის” სასურველი ღრუბლოვანი პროვაიდერი, შეისწავლის მის ღრმა ინდუსტრიულ გამოცდილებას, რათა გააუმჯობესოს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის ინოვაცია და სატრანსპორტო კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოემსახუროს.

“ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები განსაზღვრავს ჩვენი საქმიანობისა და ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა გადავაადგილდეთ და გადავიტანოთ საქონელი” – ამბობს “მაიქროსოფთის” აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა. 

ასევე, “ჯენერალ მოტორსი” იმუშავებს Microsoft-თან, როგორც მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ღრუბლოვან პროვაიდერთან, რათა ციფრული განვითარების ინიციატივები დააჩქაროს. GM, ოპერაციების გამარტივების, პროდუქტიულობის ამაღლებისა და მომხმარებლისთვის მობილობის ახალი სერვისების უფრო სწრაფი წარდგენის მიზნით,  Microsoft-ის შესაძლებლობებს შეისწავლის.

„მოედანზე გელოდებით“ – FORTNITE თამაშში საფეხბურთო სქინებს ამატებს

“ქართველ გეიმერებს შემოსავლის მიღებაში ვეხმარებით” – Sky5-ის სერვისი