in

Gmail წესებს ამკაცრებს, რათა სპამები თავიდან აირიდოს

veon
veon

Google მნიშვნელოვანი ცვლილებების სერიაზე საუბრობს, თუ როგორ გაუმკლავდება ელ.ფოსტებს, რომლებსაც კომპანიები თავდაუზოგავად გვიგზავნიან… ამჟამად ტექნიკურ გიგანტს სურს, სპამისა და სხვა არასასურველი წერილების ოდენობა შეამციროს. გუგლის განცხადებით, ცვლილებები ძალაში მომავალი წლიდან შევა და იგი ამ წერილების ავტორებს ელ.ფოსტების ავთენტიფიკაციას მოსთხოვს, შესთავაზებს მარტივ გზას გამოწერის გაუქმებისთვის.

ეს ნებისმიერ პირსა თუ კომპანიაზე იმოქმედებს, რომელიც ერთ დღეში Gmail-ზე 5000-ზე მეტ წერილს გაგზავნის. საინტერესოა ისიც, რომ Google უკვე იყენებს AI ტექნოლოგიას, რათა სპამების, ფიშინგისა თუ ვირუსული პროგრამების 99.9% შეამციროს. იგი ყოველდღიურად 15 მილიარდ არასასურველ ელ.ფოსტას ბლოკავს!

მეტიც, გუგლი ელ.ფოსტების მარკეტინგის მოყვარული კომპანიებისთვის გამოწერის ერთი კლიკით გაუქმებას სავალდებულოს გახდის. ამ მოთხოვნის დამუშავებისთვის კი მათ მხოლოდ 2 დღეს მისცემს. ხოლო მაშინ, როცა კონკრეტული ანგარიშიდან გაგზავნილ ელ.ფოსტებს ბევრი მონიშნავს სპამად, იგი მომხმარებლებთან წვდომასაც დაკარგავს… 

მართალია, ეს ცვლილებები 2024 წელს მოხდება, თუმცა მანამდე იმასაც გვეუბნებიან, რომ Google ინდუსტრიის პარტნიორებთან ერთად ახალ პოლიტიკაზე მუშაობს, რომელთა შორისაც Yahoo-ც არის: არ აქვს მნიშვნელობა ელ.ფოსტების პროვაიდერს, ყველა მომხმარებელი იმსახურებს სწრაფ და დაცულ გამოცდილებას. Yahoo მოუთმენლად ელის გუგლთან და ამ საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობას, რათა მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ და ინდუსტრიის ახალი სტანდარტიც შემოგთავაზოთ.

500 Georgia-ს მენტორებს შორისაა ვადიმ როგოვსკი, უკრაინელი ანტრეპრენერი და ინვესტორი

შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისგან თავისუფალი რეჟიმი ამოქმედდეს