Google Gmail-ს ისე აახლებს, რომ სასურველი ელ.ფოსტების პოვნა გაგვიმარტივოს. ამ საქმეს ამიერიდან ხელოვნურ ინტელექტს მიანდობს და იგი ძიებისას ისეთ ფაქტორებს განიხილავს, როგორებიცაა დრო, ყველაზე მეტჯერ გახსნილი ელ.ფოსტები და ხშირი კონტაქტები. აქამდე კი Gmail ელ.ფოსტებს ჩვეულებრივ ქრონოლოგიურად გვაჩვენებდა.
„ჩათვალეთ, რომ სასურველი ელ.ფოსტა სიის თავში დაგხვდებათ. დაგაზოგვინებთ დროს და დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მარტივად პოვნაში“, — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
ამასთან, გუგლი ახალ ჩანართსაც გვთავაზობს ორი ვარიანტით: Most relevant და Most recent. ხოლო სასურველის არჩევის შემდგომ, ქრონოლოგიურად მოგვაწვდის შედეგებს.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, გლობალურად ყველა იმ მომხმარებელს შეეძლება ახალი AI ფუნქციით სარგებლობა, რომელთაც გუგლის პერსონალური ანგარიში აქვთ. მათ ჩამონათვალს კი მალე ბიზნესმომხმარებლებიც დაემატება.