in

Gmail გამოწერების სამართავად ახალ ხელსაწყოს უშვებს

ამასობაში Gmail-ის ახალი ფუნქციაც გამოდის, რომელიც გამოწერების მართვაშიც დაგვეხმარება და გადავსებულ შეტყობინებების ყუთსაც წარსულს ჩააბარებს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Manage subscriptions-ის ხელსაწყოთი მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და მართონ თავიანთი ელ.ფოსტის გამოწერები ერთ სივრცეში, შემდგომ კი ისინი გააუქმონ, რომელთა მიღებაც აღარ სურთ. 

ამასთან, აქტიური გამოწერების ნახვაც შეეძლებათ, რომლებიც ყველაზე ხშირი გამომგზავნების მიხედვით გადაირჩევა. თუმცა პროცესში ბოლო რამდენიმე კვირაში მათ მიერ გაგზავნილ ელ.ფოსტების რაოდენობასაც ითვალისწინებენ. თუ გამგზავნზე დააკლიკებთ, მათგან მიღებულ ყველა ელ.ფოსტას ნახავთ. ხოლო თუ მომხმარებელი გამოწერის გაუქმებას გადაწყვეტს, Gmail გამოწერის გაუქმების მოთხოვნას გაუგზავნის ავტორს მათ მაგივრად. 

მარტივად შეიძლება გადაიღალოთ გამოწერილი ელ.წერილებით, რომლებიც თქვენი შეტყობინებების ყუთს ავსებს. ყოველდღიური შეთავაზებების შესახებ შეტყობინებები ჩვეულებრივ სპამია, ყოველკვირეული წერილები ბლოგებიდან, რომლებსაც აღარ კითხულობთ, საცალო ვაჭრობიდან მიღებული რეკლამებიც, როცა წლებია, აღარ გიშოპინგიათ…, — ამბობს კრის დოანი, Gmail-ის პროდუქტის დირექტორი.

მომხმარებლებს ახალ ფუნქციაზე წვდომის მიღება სანავიგაციო ჩანართზე დაკლიკებით შეეძლებათ, რომელიც Gmail-ის შეტყობინებების ყუთის ზედა მარცხენა კუთხეშია განლაგებული, შემდგომ კი შეუძლიათ Manage subscriptions აირჩიონ. 

გუგლის თქმით, ახალი ფუნქცია ვებზე უკვე ჩაეშვება, ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლები კი წვდომას 14-21 ივლისს მიიღებენ. ყველა მომხმარებლამდე მისაღწევად ფუნქციას 15 დღე დასჭირდება. Manage subscriptions ხელმისაწვდომი იქნება Google Workspace-ის, Workspace Individual-ისა და პერსონალური გუგლის ექაუნთების მქონე პირებისთვის. თუმცა მაინც აღნიშნავენ, რომ ისინი ჯერ კონკრეტულ ქვეყნებში გამოვა…

საკვები ნარჩენების გამოყენება ურბანულ მეურნეობაში – გამოწვევები და პერსპექტივა

პრიმოს პრემიალური სივრცე გაიხსნა