Gmail-ის აპლიკაციას ახალმა წელმა მართლაც მოუტანა ახალი რეზოლუციები. ამიერიდან, მობილურ ტელეფონებში იგი ფერს შეიცვლის და “გათეთრდება”. Gmail-მა გადაწყვიტა, აპლიკაცია დესკტოპ ვერსიას დაამსგავსოს და წითელი ფერი ჩამოაშოროს, რაც მის დიზაინს მაქსიმალურად მინიმალისტურს გახდის.
Gmail-ის აპლიკაციაში იცვლება ექაუნთის შეცვლის ღილაკიც, რომელიც აქამდე მარცხნივ მდებარე მენიუში შეგეძლოთ გეპოვათ, ახლა კი, იგი ინტეგრირდება საძიებო ველის მარჯვენა ბოლოში.
ასევე, აპლიკაციაში კიდევ ერთი ცვლილებაა – კერძოდ, როგორც აქამდე დესკტოპ ვერსიის Gmail-ში მიმაგრებულ ფაილები შეტყობინების გაუხსნელად შეგეძლოთ გენახათ, ამიერიდან ეს ფაილები აპლიკაციაშიც “გარეთ” გამოჩნდება და პირდაპირ შეგეძლებათ გახსნა.