Gmail-ს Purchases-ის ჩანართი ემატება და ამის შესახებ გუგლმა ოფიციალურად განაცხადა — მომხმარებლებს ამანათებზე თვალყურის დევნებას გაუმარტივებს, საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში ნახონ შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ელ.წერილი, მათ შორის ძველი შეკვეთები და გადაზიდვები.
ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, Gmail შემოსულ შეტყობინებებში კვლავ აჩვენებს მომხმარებლებს ამანათებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ. ახალი ჩანართი კი უბრალოდ ერთ ფანჯარაში აერთიანებს შესყიდვების შესახებ არსებულ ყველა ინფორმაციას.

განახლება Gmail-ის ამანათებზე თვალყურის დევნების ფუნქციას ებმის, რომელიც პირველად 2022 წელს ჩაუშვეს და მომხმარებლები ამანათის მდებარეობის სანახავად სხვა საიტებზე გადასვლისგან გაათავისუფლეს. ახლა კი ახალი ფუნქცია Google-ის პერსონალური ანგარიშის მქონე ყველა მომხმარებლისთვის ეშვება, როგორც მობილურ, ისე ვებ ვერსიაში. ფიქრობენ, რომ აღნიშნული განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება სადღესასწაულო სეზონზე…
ამასთან, Promotion-ის კატეგორიასაც აახლებენ, რათა Gmail-ის მომხმარებლებმა ყველაზე რელევანტური სარეკლამო ელ.წერილების ნახვა მოახერხონ. ამბობენ, რომ ეს მათ იმ ბრენდების განახლებების გაგებას გაუმარტივებს, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ. აქვე მოახლოებული ფასდაკლების შესახებაც ამცნობენ მათ. აღნიშნული მობილური ვერსიის მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწდვომი მომდევნო კვირებში.













