27
Nov
2018

„გუგლმა“ Gmail-ის Smart Compose-იდან გენდერული ნაცვალსახელები ამოიღო – UPDATE

27 Nov 2018

veon
veon


Gmail-ის ე.წ. Smart Compose-ში, რომელიც ელექტრონული ფოსტის ავტორს, ტექსტის შესაფერისი შინაარსის მქონე სიტყვებსა და ფრაზებს სთავაზობს, გენდერული ნაცვალსახელები აღარ იქნება. ანუ, სიტყვები, როგორებიცაა: “Him“ (ის, ბიჭი) და Her (ის, გოგო), რადგან „გუგლი“ მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის ქვეშაა, რომ ასეთ ინფორმაციას სწორი ანალიზი ვერ გაუკეთოს და დისკრიმინაციასა და გაბატონებულ სოციალურ რწმენებს ხელი შეუწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

შეზღუდვა დაწესდა მას შემდეგ, რაც იანვარში, კომპანიას აღმოუჩინეს პრობლემა, ამ მიმართულებით. მკველვარი წერდა: „შემდეგ კვირაში, მე ვხვდები ინვესტორს“, როცა Gmil-მა მას შესთავაზა: გინდა მასთან (Him) შეხვედრა?“

Gmail-ის პროდაქტ მენეჯერმა, პოლ ლამბერტმა „როიტერსთან“ განაცხადა, რომ მისი გუნდი ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, სხვადასხვა გზით, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი, ყველაზე მარტივ გამოსავალს მიაგნეს და უბრალოდ, გენდერული ნაცვალსახელები Smart Compose-იდან ამოიღეს. ეს არის მაგალითი, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სოციალური ცრურწმენების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

როგორც ყველა ხელოვნური ინტელექტი, Smart Compose-იც არსებული მონაცემებით, ძველი ელექტრონული ფოსტების მეშვეობით წყვეტდა, რომელი სიტყვები და ფრაზები შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. თუმცა, დღეს, უკვე, გენდერული ნაცვალსახელების შეთავაზებას ვეღარ შეძლებს.

განხილვა