in

Gmail მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციების ნახვას უმარტივებს

გადასახადები, ბილეთები, ვახშმის ჯავშნები თუ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი გვეკარგება ხოლმე აპლიკაციებსა და ელ.ფოსტებს შორის. ამიტომ, Google-მა გადაწყვიტა, ამისთვის რაღაც მოეხერხებინა. წლების მანძილზე თუ Summary Cards სთავაზობდა მომხმარებლებს Gmail-ზე, ახლა მას კიდევ უფრო სასარგებლო ფუნქციებს შემატებს, რათა საჭირო ინფორმაციების პოვნაში დაგვეხმაროს.

ე. წ. შემაჯამებელი ბარათები ახალი ვიზუალით იქნება შესყიდვებისთვის, წვეულებებისთვის, გადასახადებისა და სამოგზაურო ელ.ფოსტებისთვის. ქმედით ღილაკებსაც შემოგთავაზებთ, როგორებიცაა წვეულების თქვენს კალენდარში დამატება, სხვების მოწვევა თუ გადასახადის დაფარვის შეხსენება. 

მეტად გაუმჯობესდება და რეალურ დროში მოგაწვდით განახლებებს, რათა თვალი ადევნონ გამოწერებს. ხოლო შეტყობინებების ყუთსა და Gmail-ის ძიებებში Happening soon-ის სექციაც დაემატება — ელ.ფოსტების სათითაოდ გახსნის გარეშე, მარტივად გაჩვენებთ განახლებებს და სექციაც მაშინ გამოჩნდება, როცა რელევანტური ინფორმაცია ექნება. თუ, მაგალითისთვის, რაღაც ნივთი ონლაინ შეუკვეთეთ, გზავნილის მიღებამდე ორი დღით ადრე გააქტიურდება. 

საინტერესოა, რომ განახლებული შემაჯამებელი ბარათები Gmail-ის 4 კატეგორიაში გამოჩნდება:

  • შესყიდვები — ნახავთ შეკვეთის დეტალებს და მარტივად იპოვით იმას, რასაც იყიდით, შესაბამისად, ზუსტად გეცოდინებათ, მაგალითად, როდის ჩამოვა დაბადების დღის საჩუქარი. 
  • წვეულებები — აღარც ჯავშნების დრო დაგავიწყდებათ და აღარც კონცერტის ბილეთები. შეგიძლიათ, ნახოთ ან დაამატოთ წვეულებები კალენდარში, მოიწვიოთ სხვები და იპოვოთ ლოკაციები მარტივად.
  • გადასახადები — ჩვეულებრივ ნახავთ და გადაიხდით, შეხსენებასაც კი მიიღებთ, რათა მოგვიანებით დაფაროთ თანხა.
  • მოგზაურობა — ჯავშნებს მართავთ და მნიშვნელოვან დეტალებს მიიღებთ მოგზაურობისას, იქნება ეს სასტუმროში შესვლისა თუ გამოსვლის დრო, რათა ფრენას დროულად მიუსწროთ. 

დაბოლოს, განახლებული ფუნქცია ინდივიდუალურ ელ.ფოსტებზე როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის ჩაეშვა, ხოლო Happening soon-ის ჩანართს მომდევნო თვეებში უნდა ველოდოთ. 

JYSK 8 წლის ხდება! როგორ ემზადება ბრენდი დაბადების დღისთვის

ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში