in

„მხატვარი მანქანა“ და ტალახი, როგორც საღებავი

არაერთხელ გვინახავს, როგორ „ხატავენ“ ცხოველები თუ რობოტები, შემდეგ კი მათ ნამუშევრებს შედევრებსაც კი უწოდებენ ხოლმე. როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ამ გამოწვევაში ახლა უკვე GMC-ის სატვირთო მანქანაც ჩაერთო — სარეკლამო სააგენტო Leo Burnett Toronto-ს საინტერესო პროექტში, Canyon AT4X არტისტისთვის მოძრავ ფუნჯად იქცა, რომელიც საღებავად ტალახს იყენებდა…

BOG

ასე შეიქმნა ხელოვნების ნიმუშების სერია, სახელწოდებით Mudern Art. მის ფარგლებში, სამი ნამუშევარი შეიქმნა — თითოეული მათგანი დინამიკური და ქაოსური მოძრაობების შედეგია. „ცხოვრება მოგზაურობაა, ტილოებად კი ირგვლივ არსებული გარემო გვექცევა. ამიტომაც ავსახეთ მოხეტიალე ლტოლვის ეფემერული ბუნება ასე. თანაც საბურავსა და რელიეფს შორის კინეტიკური დაძაბულობის გამოკვლევა იმ გზებზე გვაფიქრებს, რომლებსაც ცხოვრებაში გავდივართ“, — აღნიშნავენ GMC-ის წარმომადგენლები.

შემოქმედებითი ასპექტის მიღმა, Mudern Art-ის კამპანია ემსახურება მიზანს, წარმოაჩინოს დახვეწილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც ჩაშენებულია GMC Canyon AT4X-ში — „ის მუდამ მზადაა სხვადასხვა რელიეფის დასაპყრობად“.

„ძალიან კრეატიულად ჟღერს ობიექტის მხატვარ სუბიექტად ქცევის იდეა. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებით გვხიბლავს ის ფაქტი, რომ მიღებული შედეგები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება“, — ამბობს სტივ პერსიკო, Leo Burnett Toronto-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

რამდენად დავეთანხმებით ამ სუბიექტურ შეფასებას, სხვა საკითხია, მაგრამ მარკეტინგული თვალსაზრისით საინტერესო მცდელობა იყო.

როგორ გამოვხატოთ მადლიერება სამსახურში?

ბათუმში იტალიური ბისტრო იხსნება!