14
Nov
2018

ქართული ფილმების ჩვენება ამერიკაში

14 Nov 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლონური კინოს ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც ქართული ფილმების რეტროსპექტივა წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. წელს, ფესტივალი ქართული კინოს 110 წლის იუბილეს 9 ქართული ფილმის ჩვენებით აღნიშნა, რომელთა ჩვენებაც, 9 – 12 ნოემბერს, ორ დარბაზში, Facets Cinematheque-სა (1517 W. Fullerton Ave.) და Gallery Theatre-ში (1112 N. Milwaukee Ave.) გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში აჩვენეს შემდეგი ქართული ფილმები:

მარიამ ხაჭვანის “დედე”
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”
მიხეილ კობახიძის “ქორწილი”, “ქოლგა” და “მუსიკოსები”
ანა ურუშაძის “საშიში დედა”
ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”
გიო მგელაძის “არა, მეგობარო”
ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ არის წარმოდგენილი.

პოლონური კინოს ფესტივალი 18 ნოემბერს დაიხურება.

ფესტივალის პროგრამის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.

განხილვა