3
Jul
2019

როგორ იქცა დამამცირებელი ფრაზა “Go back to Africa” მასშტაბურ ტურისტულ კამპანიად

3 Jul 2019

ამერიკაში ფერადკანიანთა ჩაგვრა დღესაც აქტუალური პრობლემაა. ჩაგვრის მრავალგვარ ხერხს შორის კი ერთ-ერთს წარმოადგენს შემდეგი ფრაზა – “Go back to Africa”, რომლითაც ამერიკელები ფერადკანიან საზოგადოებას თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ, თანაც – უხეშად. სოციალურ ქსელებში იგი თითქმის ყოველ 3 წთ-ში ერთხელ იწერება. აღნიშნული ფრაზა ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან მასშტაბური კამპანიის ინსპირაციის წყარო გახდა. მოგზაურობის მულტი-პლატფორმა Black & Abroad-მა კრეატიულ სააგენტო FCB/SIX-თან ერთად აღნიშნულ ფრაზას პოზიტიური მნიშვნელობა მიანიჭა, რაც გულისხმობს შემდეგს: საზოგადოება აფრიკაში იმიტომ კი არ უნდა წავიდეს, რომ მათი ადგილი იქ არის, არამედ იმიტომ, რომ იგი დედამიწის ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა.

 

ცნობილია, რომ აღნიშნულ ფრაზას აგრესიული ამერიკელები სოციალურ ქსელებში თვეში დაახლოებით 5000-ჯერ იყენებენ. იყენებენ არა მხოლოდ უბრალო მაცხოვრებლები, არამედ პოლიტიკოსებიც და სხვადასხვა თანამდებობის მქონე პირები. Black & Abroad კი შეეცადა, აფრიკა ამ ხალხისთვის სხვა კუთხით წარმოეჩინა. შეიქმნა საიტი – gobacktoafrica.com, სადაც აფრიკა წარმოდგენილია არა მხოლოდ ზებრებით და ლამაზი ხედებით, არამედ რესტორნებით, პლაჟებით, სამზარეულოთი და სხვა მისთვის დამახასიათებელი დეტალებით ა.შ მასზე რეგულარულად იდება სურათები და ვიდეოები. ასე რომ, აქ ალჟირიდან ზიმბაბვემდე ყველა ქვეყნის დათვალიერებას შეძლებთ ონლაინ. ხოლო თუ ძალიან მოგინდებათ, ცხადშიც.. მისი შემქმნელების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულმა კამპანიამ კანის ლომებზე გრან პრი მოიპოვა.

განხილვა