The North Face, Zalando და Highsnobiety გაერთიანდნენ, რათა კვლავ ააგონ კამპანია ინტერნეტში გავრცელებულ ტრენდებზე. ამჯერად მათი სამიზნე Go touch grass გახლავთ, რომელიც ადამიანებს გარეთ გასვლისა და ბუნებასთან დაკავშირებისკენ მოუწოდებს.
კამპანიის მთავარი გმირი პოპულარული დიჯეი Lovefoxy-ია, რომელიც საწოლში ჩაწოლილი ციფრული სამყაროთია მოცული, თუმცა უცბად მიხვდება, რომ დროა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. ნარატივი ციფრული სამყაროთი გადაღლის პრობლემას ეხმიანება, რომელიც კაცობრიობისთვის საყოველთაო გამოწვევად ჩამოყალიბდა. The North Face-ის პროდუქტები კი ბუნებაში ხეტიალისთვისაა, ამიტომ ბრენდებმა ეს ორი სამყარო ერთმანეთს დაუპირისპირეს და ტრენდი სახალისო კამპანიად აქციეს:












