16
Jul
2018

გია სურამელაშვილისა და Leavingstone-ის კოლაბორაცია! ანუ, „გოოოოლის“ ყველაზე ხმაურიანი რეკლამა

16 Jul 2018

კობი
კობი


მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა და „ნატახტარისა“ და „ლივინგსტონის“ ერთობლივი ხმაურიც, თანდათანობით, მიწყნარდა. „ნელ-ნელა „გოლი“ კვლავ „ნატახტარად“ გადაიქცევა, თუმცა ვფიქრობთ, ამიერიდან, იგი უფრო ხალისიანი და უშუალო იქნება“, – „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.  

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის განმავლობაში, „ნატახტარმა“ სახელთან ერთად შეფუთვაც იცვალა და საფეხბურთო ლუდ „გოოოოლად“ მოგვევლინა, მთავარ ამოცანად იდეის მომხმარებლამდე ეფექტიანად მიტანა დაისახა – „მეგობრებთან ერთად გატარებული დრო ნატახტართან ერთად უფრო სასიამოვნოა“. მიზნის მისაღწევად კი, „ლივინგსტონთან“ ერთად, 6 საიმიჯო კლიპი და 3 სიმღერა შექმნა – საოპერო, ქართული ხალხური თუ ქალაქური მუსიკის თანხლებით, გია სურამელაშვილის, ესპანელი მუჩაჩოსა და „ფუნიკული, ფუნიკულას“ ქართული ვერსიის დახმარებით. ლოგიკური, იუმორისტული ბმა იპოვა „ჩაკრულოსთან“ და ვიდეორგოლში ძნელად შესამჩნევი, უცხოპლანეტელიც წარმოგვიდგინა კოსმოსიდან. როგორ იგემეს თავად სააგენტომ და ბრენდმა საფეხბურთო ლუდი და როგორია მათი უკუკავშირი კამპანიასთან დაკავშირებით, თავად ავტორებისგან შეიტყობთ:

ვენი უმთავრესი მისია იყო ხმაური. მსოფლიო ჩემპიონატი რეკლამებისთვის ყველაზე ცხელი სეზონია. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მსოფლიოში და ძირითადად, ყველაზე ხშირად, რაც ამახსოვრდება ხალხს, არის ძალიან დიდი ბრენდების მიერ გადაღებული ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც პრინციპში, ძალიან მარტივ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ თვალსაჩინოდ, აშკარად და ხმაურიანად. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ამ ხმაურს შევრკინებოდით ქართულად და შეგვექმნა ისეთი საინტერესო საკომუნიკაციო ბირთვი, რომელიც დაგვამახსოვრდებოდა ყველას და რამდენი გოლიც გადის, იმდენჯერ წამოეშლებოდა მოგონებაში ადამიანს ჩვენი ტკბილხმოვანი რეკლამები, – გიორგი ავალიანი, ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი.

სიმღერა კომუნიკაციის უშუალო მეთოდია და პროექტის ავტორები ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ მათი ყოველი შეხვედრა, კონცეფციის დამტკიცებამდე, იყო ძალიან მხიარული და სახალისო იმიტომ, რომ არჩევდნენ, ყველაზე კარგად, რისი მღერა შეეძლოთ.

რაც შეეხება გია სურამელაშვილს, ის არის ჩვენი, ქართული რეკლამის მესი, მთავარი ვარსკვლავი იმიტომ, რომ გია, რაც სინამდვილეშია, ის არის ეკრანზეც. ძალიან გვეშინოდა, რომ თვითონ ბრენდიც არ გადაეფარა, იმდენად ხმაურიანია თვითონ, თუმცა როგორც ველოდით, რეკლამების ამ სერიის უმთავრეს დასამახსოვრებელ ელემენტად იქცა. ზოგადად, რეკლამების ეს სერიაც ამ სიღრმიდან მოდიოდა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ქართველებისთვის იქნებოდა ძალიან მარტივად გასაგები, სახალისო და ასაღიღინებელი, – გიორგი ავალიანი, ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი.

იმის გათვალისწინებით, რომ „ნატახტარი“ პოზიციონირებს, როგორც ბრენდი, რომელიც მხარს უჭერს სპორტს, სააგენტომაც, შესაბამისად, ყველაზე სასიამოვნო ემოციასთან – გოლის გატანასთან დააკავშირა მისი სახელი და ამიტომაც, ბრენდი იქცა დროებით, „გოოოოლად“. „საკმაოდ მასშტაბური, 360 გრადუსიანი კამპანია გამოვიდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გაიშალა – შეიცვალა შეფუთვა, გადავიღეთ 6 სატელევიზიო რგოლი, აქტიური კომუნიკაცია დაიგეგმა და განხორციელდა სოციალურ ქსელებსა და  სავაჭრო ობიექტებში“, – ანო მაისურაძე, ლივინგსტონის ექაუნთ მენეჯერი.

როგორც კომპანია ნატახტარის უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა კამპანიის შედეგებზე კითხვისას, მარკეტერთან აღნიშნავს, ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ბრენდ ატრიბუტების კვლევა ჯერ არ ყოფილა, თუმცა:

სოციალური მედიის კომენტარებითა და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, კამპანია წარმატებული იყო: იგი პასუხობდა საფეხბურთო განწყობას და ამავე დროს, გამოირჩეოდა სხვა ბრენდებისგან. იყო სახალისო, თანამედროვე, ქართული და უნიკალურიც. ნელ-ნელა „გოლი“ კვლავ „ნატახტარად“ გადაიქცევა, თუმცა ვფიქრობთ, ამიერიდან, იგი უფრო ხალისიანი და უშუალო იქნება, – ანა ქარჩავა.

GOOAL CREDITS
Client: Natakhtari
Agency: Leavingstone
Chief Creative Officer: Levan Lepsveridze
Creative Director: Giorgi Avaliani
Copywriter: Beqa Adamashvili
Art Director: Sophia Antidze
Strategy Team: Nino Kuprashvili
Account Director: Natia Gogia
Account Manager: Anno Maisuradze
Design Director: Kakha Kakhadze
Designers: Anuki Koniashvili, Mariam Epitashvili, Akaki Razmadze

Social Media Team:
Account Manager – Lika Chogovadze
Copywriter – Nino Bitsadze
Graphic Designer – Tako Tuashvili

Production:
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Melaval Adamianadze
DoP: Sandro Darakhvelidze
Line Producer: Tamta Navrozashvili
Production Designer: Polina Rudchik
Assisting Production Designer: Sandro Nadareishvili
Costume Design: Fourk Group
Set Decorators: Erekle Tsintsadze, Dimitri Arsanis
Make-Up Artist: Veriko Bedeladze
Casting Director: Tamta Navrozashvili
Production Assistant: Nanuka Chkhaidze

Post-Production:
CGI Artist: Levan Lapachi
Color Grader: Niko Tarielashvili
Sound Design and Music by Post Red Audio

განხილვა