13
ივნ
2018

„გოოოოლ!“ – ეს ლუდი „ნატახტარის“ ახალი სახელია!

13 ივნ 2018

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის განმავლობაში, „ნატახტარმა“ სახელი და შეფუთვა იცვალა და საფეხბურთო ლუდ „გოოოოლად“ მოგვევლინა. კამპანიაზე, ტრადიციულად, სააგენტო  „ლივინგსტონმა“ იმუშავა და როგორც ავტორები მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი რამ გველის! პირველ ეტაპზე კი, გთავაზობთ ვიდეორგოლსა და „ლივინსგტონის“ დიზაინ სტუდიოს ნამუშევრებს:

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

გიორგი ავალიანი, „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი: გოოოოოოლი არის ყველაზე მთავარი ემოცია, რომელიც ფეხბურთს დაუვიწყარ გემოს აძლევს. ამიტომ გვინდა, ჩვენი სარეკლამო ხმაურით, სწორედ ამ დიდებულ გრძნობას მივცეთ ფართო გასაქანი და ზეიმს უშუალო, ტკბილ-ქართული სიხარული შევმატოთ. ვფიქრობ, ნატახტარის „გოოოოოლად“ გარდასახვით ჩვენც საგრძნობლად გავიმარტივეთ საქმე და გულშემატკივრებსაც მსოფლიო ჩემპიონატით სიამოვნება გავუადვილეთ. ძალიან უცნაურ დროსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ დაგიმალავთ, ხანდახან მგონია, რომ საყოველთაო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ, საეჭვოა, ის უარყოფითი განწყობა გადაფაროს, რასაც ახალი ამბებიდან უხვად ვეწაფებით და ყოფიერების საფუძვლებს გვიწამლავს. მაგრამ ღრმად მწამს, რომ სიხარულს ყოველთვის აქვს აზრი – შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაციის ყველა ელემენტი ვიდეოებიდან დაწყებული მაცივრების მანიშნებლებით დასრულებული მხიარულების ღერძის გარშემო დავატრიალეთ.10/10 მადლობა ნატახტარს ბოლომდე ნდობისთვის, ლივინგსტონის შემოქმედებით გუნდს თავდაუზოგავი შემოქმედებისთვის, ვიდეოს გუნდს ძალიან სწორი ტაქტიკური თამაშისთვის, Post Red-ის ომახიან ყმაწვილებს გემრიელი ხმაურისთვის და პირადად გია სურამელაშვილს გია სურამელაშვილობისთვის (არ უნდა მეთქვა, რომ რეკლამაში გვყავს და მღერის და ყველაზე ღვთაებრივი 15 წამია, რაც ოდესმე შეგვიქმნია?! ვინ კითხულობს ხოლმე მაინც ამ კომენტარებს?!) ისღა დაგვრჩენია, დროულად გავიტანოთ ცივ-ცივი გოლები და ჩავუსხდეთ სეირს“.

ანა ქარჩავა, „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი: არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები/ქომაგები, ჩართულნი არიან საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ბუნებრივია, ყველა ბრენდი ცდილობს ამ სახალხო ზეიმს გამოეხმაუროს. ლუდი „ნატახტარიც“ არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მით უმეტეს, ჩვენთვის ტრადიციაა, რომ ვეხმაურებით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ამჯერად, გამოწვევა იყო ის, რომ გვინდოდა, კამპანია ყოფილიყო ყველა სხვა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიისგან გამორჩეული. მზად ვიყავით რევოლუციური და გაბედული ნაბიჯისთვის, თუ ის სიამოვნებას მიანიჭებდა მომხმარებელს და ღიმილს მოჰგვრიდა მას.როდესაც გაჩნდა იდეა, ბრენდის სახელი, საგანგებოდ ჩემპიონატის განმავლობაში, შეგვეცვალა და მისთვის „გოოოოლი“ (საფეხბურთო ნატახტარი) დაგვერქმია, ვიფიქრეთ, რომ ბრენდის ათწლიანი ისტორია და მაღალი ცნობადობა გვაძლევდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამ გზით, ლუდი „ნატახტარი“ ფეხბურთის ყველაზე სასიამოვნო მომენტთან დავაკავშირეთ.

თან, ლუდი ხომ ფეხბურთის გულშემატკივრობის განუყოფელი სასმელია. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიით სიამოვნებს შევმატებთ ფეხბურთის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს, მივცემთ საშუალებას, დატკბნენ საყვარელი ლუდით და სარეკლამო ჭრებში სტანდარტული სარეკლამო მესიჯის ნაცვლად, გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები იხილონ.

GOOAL CREDITS
Client: Natakhtari
Agency: Leavingstone
Chief Creative Officer: Levan Lepsveridze
Creative Director: Giorgi Avaliani
Copywriter: Beqa Adamashvili
Art Director: Sophia Antidze
Strategy Team: Nino Kuprashvili
Account Director: Natia Gogia
Account Manager: Anno Maisuradze
Design Director: Kakha Kakhadze
Designers: Anuki Koniashvili, Mariam Epitashvili, Akaki Razmadze

Social Media Team:
Account Manager – Lika Chogovadze
Copywriter – Nino Bitsadze
Graphic Designer – Tako Tuashvili

Production:
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Melaval Adamianadze
DoP: Sandro Darakhvelidze
Line Producer: Tamta Navrozashvili
Production Designer: Polina Rudchik
Assisting Production Designer: Sandro Nadareishvili
Costume Design: Fourk Group
Set Decorators: Erekle Tsintsadze, Dimitri Arsanis
Make-Up Artist: Veriko Bedeladze
Casting Director: Tamta Navrozashvili
Production Assistant: Nanuka Chkhaidze

Post-Production:
CGI Artist: Levan Lapachi
Color Grader: Niko Tarielashvili
Sound Design and Music by Post Red Audio

განხილვა