in

დემონი ბავშვის დაბადება — ანუ, Goat Games-ის ახალი პერსონაჟის შექმნის კამპანია

Goat Games-მა, მობილური თამაშების საერთაშორისო გამომცემელმა, ახალი სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა — ის თავისი თამაშის, Bloodline: Heroes of Lithas-ის, დაწყებას უკავშირდება. ამჟამად კომპანია სათამაშო გმირების თაობებს ქმნის, რომლებიც სისხლის ხაზის ძალას იყენებენ. მარტივად რომ ავხსნათ, პერსონაჟები წინამორბედების უნარებსა და ძალებს გააერთიანებენ.

თამაშის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ სარეკლამო ფილმში, სახელწოდებით „ახალი ლეგენდების დაბადება“, რქიანი ქალი შობს დემონ ბავშვს. ახალი პერსონაჟის შექმნის პროცესში, მისი თვისებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაში გეიმერები იღებდნენ მონაწილეობას, ეს ყველაფერი კი პირდაპირი ტრანსლაციის დროს ხდებოდა. დაახლოებით 4 800 იდეის საფუძველზე იონა ლობმა პირდაპირ ეთერში შექმნა ახალი ლეგენდა. აშკარაა, რომ ის Goat Games-ისა და Bloodline-ის შთაგონების ნაზავია.

ფრილანსერის ცხოვრების 3 უპირატესობა

იდრის ელბას Booking.com-ის კამპანიაში კვლავ ნახავთ