პატარა შავი მარტორქას ამბავი საკმაოდ სევდიანად იწყება, იგი დედამ გაურკვეველი მიზეზების გამო მიატოვა, თუმცა შემდეგ სამხრეთ აფრიკის თავშესაფარში აღმოჩნდა და მისი სევდიანი ამბავიც მეტად ბედნიერად დასრულდა. მარტორქას „სვაზი“ დაარქვეს და ზრუნვას არ აკლებდნენ. თუმცა თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა… ამიტომ, მას მეგობარი თხა „ბოკი“ უპოვეს, რომელსაც სვაზის მსგავსი ისტორია ჰქონდა.

როგორც ამბობენ, პირველი შეხვედრისას, მარტორქა თავშეკავებული იყო, მაგრამ თხა ძალიან მოსიყვარულე აღმოჩნდა, მას თამაში დაუწყო და მარტორქას მარტოობაც შეუმსუბუქა. ისინი საუკეთესო მეგობრებიც მალევე გახდნენ. გამოდის, რომ შავ მარტორქას თავშესაფარში ახალი ბედნიერი ცხოვრების შანსი მიეცა.











