in

Gobi-ის ახალი იდენტობა მსოფლიოს მონღოლურ კულტურას აცნობს

დღეს Gobi უნდა გაგაცნოთ — ქიშმირის უდიდესი მწარმოებელია, განსაკუთრებულად კი ის აქცევს, რომ მდგრადი პროცესით მიიღება მონღოლეთში, მონღოლების მიერ. დასაქმებულთა 75% ქალია. დაწყებული მოსავლის აღებიდან, გაგრძელებული დამუშავებით, დიზაინის შექმნით, წარმოებითა და დისტრიბუციით, ყველა ეტაპს მონღოლეთშივე გადის. ორი ოფიციალური ფილიალი აქვს გერმანიაში და მსოფლიოს მასშტაბით 62 ფრენჩაიზის მაღაზიითაა წარმოდგენილი. მონღოლეთში საკმაოდ კარგად იცნობენ, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს, ბრენდი ქვეყნის გარეთაც პოპულარული გაეხადათ და ამისთვის შემოქმედებით სააგენტო Mucho-ს მიმართეს.

BOG
BOG

მათი ამოცანა დიზაინით ამ უნიკალური ამბის მოყოლა იყო, მისი ქცევა პრემიუმ ვიზუალად ისე, რომ მონღოლების მემკვიდრეობა და კულტურაც აესახათ. ამიტომ, შუა ზამთარში მონღოლეთში ჩასვლა გადაწყვიტეს, სადაც დღის მანძილზე ტემპერატურა -20, ხოლო ღამით -30 გრადუსია. სწორედ ეს კლიმატი ხდის მონღოლების ქიშმირს განსაკუთრებულს…

ამგვარად, სრულიად ახალი იდენტობა შემოგვთავაზეს ახალი სიმბოლოთი, რომელიც 4 გულის ფორმის თანაკვეთით მიიღება და წარმოადგენს ნედლი პროდუქტის მოპოვებიდან ტანსაცმლის მიღებამდე არსებულ ციკლს. თითოეული ფორმა 4 მნიშვნელოვან კავშირს ავლენს, რაც გობის უდაბნოს გამორჩეულს ხდის, მათ შორისაა თხები, მწყემსები, თანამშრომლები და მომხმარებლები.

რაც შეეხება ტიპოგრაფიას, Tomato Grotesk აირჩიეს თავისივე თანამედროვე, მარტივი და გეომეტრიული ფორმების გამო. სლოგანი კი მეტად მარტივია, თუმცა ბრენდის არსს სრულად ასახავს: Truly Mongolian — არცერთი სხვა ქიშმირის საერთაშორისო კომპანია იღებს ნედლ პროდუქტს და აწარმოებს, ეს მხოლოდ მონღოლეთში ხდება და სლოგანიც ისეთია, როგორიც მხოლოდ Gobi-ის შეუძლია, ჰქონდეს

აქ მრავალ სურათს შეხვდებით, რომელზეც მოდელები კი არა, ნამდვილი მწყემსები, მათი ოჯახები და თანამშრომლები არიან ასახული. ასე კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მონღოლების კულტურა მომხმარებლებამდე ავთენტური გზებით მიეტანათ…

ვიზუალური იდენტობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ლოგო გახლავთ, რომლის ინსპირაციაც ჩინგის-ყაენის ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას იპოვეს — კარების ზემოთ პატარა ინსტალაცია დაინახეს, მასზე ის საოჯახო ნიშნები იყო ასახული, რომელთაც პირუტყვის დასანიშნად იყენებდნენ… შემდეგ კი გადაწყვიტეს, ოთხი მსგავსი უნიკალური ნიშანი შეექმნათ, რომელიც მონღოლეთის ოთხივე სეზონს ასახავდა:

ამგვარად, Gobi უკვე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში გვევლინება ძლიერ მოთამაშედ, რომელიც პატივს მიაგებს მონღოლურ კულტურას, თუმცა ამასთან, მდგრადობისა და ეთიკური წარმოების ერთგულიც რჩება…

iSpace კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის – რა შეთავაზება ელოდებათ მომხმარებლებს

როგორ გავუმკლავდეთ კოლეგების მიმართ უკმაყოფილებას