in

„გობლინის რეჟიმი“ 2022 წლის ტერმინად დასახელდა

როგორ დაახასიათებდით თითქმის უკვე დასრულებულ 2022 წელს? ალბათ, ახლა ბევრი აზრი მოგდით გონებაში, მაგრამ ჩვენ Oxford Languages-ის ვერსიას გაგიზიარებთ… ამ უკანასკნელმა წლის სიტყვად Goblin Mode დაასახელა და ის 12 თვის ეთოსს, განწყობას თუ საზრუნავს ასახავს. თანაც, წლის საკვანძო ტერმინის არჩევანი საზოგადოებამ გადაწყვიტა — გამოკითხვაში 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის,„გობლინის რეჟიმი“ ჟარგონული ტერმინია და „აღწერს ქცევის ტიპს, რომელიც ზარმაცი, დაუდევარი და ხარბია“. ამავდროულად, სოციალური ნორმების ან მოლოდინების უარყოფას უკავშირდება.

საინტერესოა, რომ ტერმინი პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს გამოჩნდა სოციალურ მედიაში. თუმცა მხოლოდ 2022-ში გავრცელდა ვირუსულად, როგორც გაზეთებსა და ჟურნალებში, ისე ონლაინ პლატფორმებზე. ოქსფორდის უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ ტერმინის პოპულარობა პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე გაიზარდა, რადგან ბევრს არ სურს „ნორმალური ცხოვრების“ დაბრუნება. ან, უბრალოდ პროტესტს უცხადებს ესთეტიკას.

სხვა პოპულარული ტერმინები ამ წელს ასევე დაკავშირებულია ინტერნეტ ტენდენციებთან, როგორიცაა „მეტავერსი“ და ჰეშთეგი “#IStandWith”.

„Golbin Mode ნამდვილად საუბრობს დროზე და ეს აშკარად 2022 წლის გამოხატულებაა. ხალხი სოციალურ ნორმებს ახლებურად უყურებს. ეს აძლევს ადამიანებს უფლებას, მიატოვონ სოციალური ნორმები და მიიღონ ახლები“, — შეაჯამა ბენ ზიმერმა, ენათმეცნიერმა და ლექსიკოგრაფმა.

არიან თუ არა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები ნაკლებად პროდუქტიულები?

SD Solutions-ის პირველი ჰაკათონი წარმატებით ჩატარდა — წინ ბევრი ღონისძიება გველის