in

28 ივლისს, წინანდლის მამული ბექა გოჩიაშვილს უმასპინძლებს

“წინანდალში ახალ პროგრამას დავუკრავთ“ – ბექა გოჩიაშვილი

“გადავწყვიტეთ ჩვენი მოძრავი ფესტივალით ყველაზე უსაფრთხო და ზღაპრულ გარემოში წინანდლის ღია ამფითეატრში ვუმასპინძლოთ მსმენელს. 28 ივლისის გამოტოვება არ შეიძლება, საოცრება იქნება”. 28 ივლისს, წინანდლის მამული და კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი „CA Goes To“ წარმოგიდგენთ საერთაშორისო აღიარების ქართველ მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს, გამორჩეულ ქართველ ბას გიტარისტს ლევან დეისაძეს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ დრამერს მაიკ მიტჩელს!”

„ზაფხულის სეზონი წინანდლის მამულში საკმაოდ დატვირთულია. ჩვენს სტუმრებს მაღალი ხარისხის კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს
ვთავაზობთ. მათ შორის არის 28 ივლისის ღონისძიებაც დაგეგმილი, სადაც ჟანრის საუკეთესო შემსრულებლები ერთად წარსდგებიან სტუმრების წინაშე ორ განსხვავებულ ფორმატში – კონცერტით და შემდეგ „Jam Session“-ით“ – აღნიშნავს წინანდლის მამულის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ექსეულიძე.

კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია Tkt.ge-ზე

კომბინირებული პაკეტის შესაძემად (ბილეთი+სასტუმრო) დაუკავშირდით სასტუმროს:
რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული: +995 322 40 2222 / [email protected]
პარკ ჰოტელ წინანდლის მამული: 0350 277 201 / [email protected]

პროექტის მედია პარტნიორია Marketer.ge

რა არის “სილიკონის ველი” და როგორ ხვდებიან სტარტაპები აქ?

DeepMind მეცნიერებისათვის ცნობილ ყველა ცილის სტრუქტურას გაავრცელებს!