God Of War Ragnarok — ეს ის თამაშია, რომელსაც 2022 წელს ყველა გეიმერი ელოდა. ამ მოლოდინს კი ტრეილერები და სხვადასხვა მიმოხილვა კიდევ უფრო აძლიერებდა. ახლა კი, დღეს, 9 ნოემბერს, თამაშის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო და მან უკვე ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა Metacritic-ზე: 94 ქულა 100-დან, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ქართველი გეიმერებისთვის სასიხარულო ამბავს კი ის წარმოადგენს, რომ მათ Game Zone, როგორც PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი, თავის პლატფორმაზე თამაშის ადგილობრივად და ონლაინ შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ამისათვის კი ამ ბმულს უნდა ეწვიოთ.
სანტა მონიკას სტუდია წარმოგიდგენთ კრიტიკოსების მიერ აღიარებული God Of War-ის (2018) გაგრძელებას. კრატოსი და ატრეუსი უნდა გაემგზავრონ ცხრა სამეფოში პასუხების საძიებლად, რადგან ისინი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლისთვის ემზადებიან, რომელიც სამყაროს აღსასრულის მომასწავებელია…
თამაშის სიუჟეტი ასეთია: რაც უფრო ახლოვდება რაგნაროკის საფრთხე, კრატოსი და ატრეუსი იძულებულნი არიან, თავიანთი ოჯახისა და სამეფოების უსაფრთხოება დაიცვან. კრატოსი და ატრეუსი ერთად მიემგზავრებიან ცხრა სამეფოში, პასუხების მოსაძებნად, როდესაც ასგარდიელი ძალები ომისთვის ემზადებიან. გზად ისინი შეისწავლიან განსაცვიფრებელ მითურ პეიზაჟებს, შეკრებენ მოკავშირეებს მთელი სამეფოდან და დაუპირისპირდებიან უზარმაზარ მტრებს სკანდინავიური ღმერთებისა და მონსტრების სახით.
ამასთან, საბრძოლო იარაღები Leviathan Axe, Blades of Chaos და Guardian Shield უამრავი ახალი შესაძლებლობით ბრუნდება, როგორც კრატოსისთვის, ისე ატრეუსისთვის. კრატოსის მომაკვდინებელი სპარტული უნარები ისე გამოიცდება, როგორც არასდროს — ის ღმერთებსა და მონსტრებს შეებრძოლება ცხრა სამეფოში, რათა თავისი ოჯახი დაიცვას.
[R]