in

როგორი გემო აქვს მუსიკას? — God Save The Meal-ის ბარის ბრენდინგი

მუსიკას ძირითადად ემოციურად აღვწერთ, რომ სახალისოა, პოზიტიური ან, პირიქით, დრამატული, თუმცა მეტად რთულდება საქმე, როცა ეს ჩვენს წარმოსახვას ეხება. დაფიქრდით, რაზე ფიქრობთ მუსიკის მოსმენისას? რა ფერებს, პეიზაჟებსა თუ ადამიანებს წარმოიდგენთ? სავარაუდოდ, პასუხი ყველა კითხვაზე გაქვთ, გარდა ერთისა — როგორი გემო შეიძლება ჰქონდეს თქვენს საყვარელ ბენდს? ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენიუში რომელი კერძი იქნებოდა?

BOG
BOG

God Save The Meal-ის ბარში სწორედ ამ კითხვებზე აქვთ პასუხი, თემატური ბარია, რომელშიც საყვარელი ჟანრები და ალბომები გასტრონომიული სიამოვნების სუბიექტად იქცევა. აქ სწამთ, რომ საკვები მუსიკის სინონიმია და მსგავსი ცხადი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გამოწვევა შეუძლია. 

ამგვარად, არც ჩვეულებრივი ბარის გამოცდილებას ჰპირდებიან მომხმარებლებს, აქ წინასწარი ჩაწერა ხდება, რა დროსაც მომხმარებელმა ჯავშნის დროსთან ერთად, მუსიკალურ გემოვნებაზეც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ისინი კი სწორედ ამის მიხედვით შეადგენენ მენიუს სპეციალურად მათთვის. ბრენდის იდენტობის შექმნისას კი მთავარი სწორედ ამ იდეის ვიზუალურად წარმოსახვა იყო. შესაბამისად, არჩევანი მარტივად პანკზე შეაჩერეს, განსაკუთრებული შრიფტიც შეარჩიეს და ნათელ კონტრასტულ ფერებში შესთავაზეს იგი მომხმარებლებს. 

აღსანიშნავია, რომ თავად ბარის სახელიც ერთ-ერთი ცნობილი პანკის სიმღერიდან მოდის, დიახ, ეს Sex Pistols-ის God Save The Meal გახლავთ… დანარჩენი თავად ნახეთ:

ინოვაციური კამერა ფრინველების გადასაღებად, რომელიც მათ საკვებითაც „უმასპინძლდება”

ღირს თუ არა საქართველოში საკუთარი ონლაინმაღაზიის გაკეთება?