#goDATAgo ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელში დათა ქაჯაიას მხარდამჭერ კამპანიას განაგრძობს
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაიას მხარდამჭერი ვიდეორგოლი #goDATAgo გამოჩნდა. რგოლი «ბრიტანული ცენტრის» ინიციატივით სარეკლამო კომპანია «კონვერტერმა» დაამზადა.
გამორჩეული და დასამახსოვრებელი მანევრები, გულშემატკივართა ემოციები და სისწრაფე, რომელიც ტყვიასაც კი ასწრებს – სიმღერა, რომელსაც ნინო ღლონტი ასრულებს, «ბრიტანულმა ცენტრმა» სპეციალურად ამ კლიპისთვის შექმნა.
დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი: დათა ქაჯაიამ გულშემატკივრების გული ჯერ კიდევ 2017 წლის 2 აპრილს, რუსთავში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე თასის აწევით მოიგო. წარმატებულმა და ამავდროულად დაძაბულმა ასპარეზობამ ქართველ სპორტსმენს არამარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი მხარდამჭერებიც შესძინა.
დათა უკვე 10 თვეა, რაც ინგლისურ ენას «ბრიტანულ ცენტრში» ეუფლება. ამ კამპანიის მიზანი სწორედ ცენტრის გამორჩეული მსმენელის მხარდაჭერაა, რათა დათამ გულშემატკივრების თანადგომა მუდმივად იგრძნოს.
ავტომრბოლელი დათა ქაჯაია საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატის TCR International Series ფინალურ რბოლაში იასპარეზებს. ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი 17-18 ნოემბერს დუბაიში გაიმართება.
გულშემატკივრებს რბოლის პირდაპირ ეთერში ნახვა TCR International Series ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.
[R]