in

„ზრუნვა სახლის კარამდე“ – Gofer, Shipping სერვისში ახალ თამასას აწესებს

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში უკვე წარმოუდგენელია იმის თქმა, რომ რომელიმე პროდუქტი „შორი“ და „მიუწვდომელია“
_ მოგეწონა ნივთი ?
_ წკაპ და 1-2 კვირაში შენს ცხვირწინ გაჩნდება !

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე კომპანია Gofer გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ამერიკიდან ამანათების ტრანსპორტირების განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს

გვესაუბრება საბა ლუხუტაშვილი, Gofer-ის თანადამფუძნებელი

დღეს, ქართული „Shipping ინდუსტრია“ საკმაოდ გაჯერებულია და ამ სერვისების მომწოდებელი კომპანიიის პოვნა ნამდვილად არ ჭირს, თუმცა, წლების განმავლობაში  სფეროში დაგროვებულმა ცოდნამ და ბაზარზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ მაინც არსებობდა სივრცე, რომელიც ჩვენგან ეფექტურად ათვისებას „ითხოვდა“.

კომპანიის გარშემო სწორი ადამიანების მობილიზებამ და გამართულმა ბიზნეს პროცესებმა,   საშუალება  მოგვცა სტანდარტული მომსახურების გარდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ფოტო-ვიდეო გადაღების, ექსპერტის შემოწმებისა და ციფრული ასისტენტის სერვისები, რაც საგრძნობლად აიოლებს ნივთის გამოწერის პროცესს და თითქმის სრულად გამორიცხავს გაუთვალისწინებელ/უსიამოვნო შემთხვევებს.

მოქნილი ლოჯისტიკა , მარტივი სერვისები და customer satisfaction-ისკენ მიმართული
უზომოდ დიდი ენერგია , _ სწორედ ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Gofer, რომლის სრულ ბრენდინგზე ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო Maverik-მა იმუშავა.

ნიკა გარსენიშვილი , Maverik-ის მესიტყვეთუხუცესი

მოდი დავიწყოთ სახელით.
სახელდებაზე ფიქრისას სიტყვა Gofer-მდე, რეალურად ორი იდეის შერწყმით მივედით:

ჯერ იყო „Gopher“, თხუნელასებრი ცხოველი, მშრომელი და „ჩალიჩა“ ტიპი, რომელიც დანიშნულების წერტილამდე ყოველთვის უმოკლეს გზებს პოულობს, ფიქრის
მეორე ეტაპზე გავაკეთილშობილეთ სლენგ “Gofer”-ის გაგება (“Go for smth”),
რომელიც იმ ადამიანზე ითქმის, რომელიც ყოველთვის მზად არის შენი ნებისმიერი სურვილი შეასრულოს, _ ასე მივედით Gofer-მდე, რომელიც შენი “ყოჩაღი“ მეგობარია, არასოდეს არაფერი ეზარება და რაც არ უნდა თხოვო, „გაუჩენელს გაგიჩენს“.

გავაგრძელოთ ვიზუალური იდენტობით.

მოგეხსენებათ, რომ „გაუჩენელის გაჩენა“ და „დაუჯერებელი სერვისები“  ჯადოსნობის გარეშე არ არსებობს, სწორედ  one-click Magic ინსაითზე დაყრდნობით შეიქმნა ჩვენი ტიპოგრაფიული სიმბოლოც, რომელიც online shopping-ის ყველაზე ემბლემატური სიმბოლოს (click icon) დახმარებით, შენს ამანათს, Gopher-ის შექმნილ, უმოკლეს და უსწრაფეს პორტალში ამოგზაურებს და სახლის კარამდე სულ „ციმ-ციმ“ მოგიტანს.

რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ Gofer-ის ამანათები ყოველთვის დროულად ჩამოდის,
და Gofer-ში სჯერათ, რომ მუხლჩაუხრელი შრომა და ამანათებზე სახლის კარამდე ზრუნვა აუცილებლად შეამცირებს მანძილს ბიზნესებს, ქვეყნებსა და ადამიანებს შორის.

[პარტნიორის კონტენტი]

ხე, რომელიც საკუთარ თავსა და მიწას ფლობს — Terra0-ის პროექტი

მარკეტინგული სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც გადახალისება არ აწყენდა