in

ამბავი ადამიანების სიძლიერეზე — GoFundMe-ის ვიდეორგოლი

გულწრფელად თუ ვიტყვით, საკმაოდ რთული წელი იყო — სტიქიური უბედურებებითა და ომებით სავსე. თუმცა სწორედ ასეთ პერიოდებში ვლინდება კაცობრიობის სიძლიერე თუ ემპათია. ამას უბრალო ემოციური სიტყვებით არ ვწერ, არამედ GoFundMe-ზე კაცობრიობის სიძლიერე სტატისტიკურად, რიცხვებშია ნაჩვენები: პლატფორმა 2022 წლის განმავლობაში ყოველ წამში თითო შემოწირულობას არეგისტრირებდა.

ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ ვიდეორგოლიც გადაიღო. სიუჟეტი ასე იწყება: მხატვარი ქუჩაში, კედელზე ხატავს, რომელიც ცოცხლდება და რეალური შემთხვევების მოძრავ სცენებს ასახავს. თავად ეს კომპოზიცია ArtClass-მა შექმნა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით: DALL-E და Stable Diffusion. ხოლო ვიდეორგოლზე ციფრულმა სააგენტო AKQA-მ იმუშავა.

მთლიანობაში, ფერადი სცენები ერთმანეთის დახმარების ეპიზოდებს ასახავს.

შფოთვის ზოგიერთი მიზეზი ფიზიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული

სუპერკომპიუტერს ტვინის სისხლდენის პროგნოზირება შეუძლია