26
Jun
2019

Adidas-მა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა

26 Jun 2019

გერმანულმა ბრენდმა Adidas კალათბურთელ გოგა ბითაძესთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ 60 კაციანი დრაფტის შემადგენლობიდან, მხოლოდ სამი აარჩია – გოგა ბითაძე(#18), ჯარედ კალვერი (#6) სეკუ დუმბია (#15)

Adidas basketball athlete Goga Bitadze poses for a portrait. New York, New York. Photo by Danny Moloshok/Moloshok Photography, Inc.

„გოგა ბითაძე, ჯარედ კალვერი და სეკუ დუმბია NBA-ს მომავალია. და ჩვენც მოუთმენლად ველით, როდის შემოგვიერთდებიან Adidads-ის სპორტსმენების რანგში. თითოეული მათგანი, მსოფლიოს მასშტაბით, საკალათბურთო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – ამბობს Adidas Basketball-ის აღმასრულებელი დირექტორი კოფი ბრაუნი.

უცხოური სპორტული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე, გოგა ბითაძე, ჯარედ კალვერი და სეკუ დუმბია აქტიურად ჩაერთვებიან Adidas-ის სარეკლამო კამპანიებსა და აქტივობებში.

გოგა ბითაძე, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად გახდა NBA-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი – 19 წლის კალათბურთელი დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა.

განხილვა