in

ადამიანი, როგორც კორპორაციული კულტურის ცენტრი: გზა უსაფრთხოების თანამშრომლობიდან შესყიდვების მენეჯერობამდე

სამსახურის დაწყებისას, ზოგჯერ გვაეჭვებს ხოლმე, ჩვენი გამოცდილებით რამდენად შევესაბამებით კონკრეტულ პოზიციას ან რამდენად სათანადოდ დაგვინახავს დამსაქმებელი, ან ჩვენს მონდომებას თუ შეამჩნევს? ალიანს ჯგუფში გოგა ღაღანიძის მოგზაურობის პირველი ნაბიჯები სრულიად სხვა პოზიციით დაიწყო და არაერთ განყოფილებაში გადასვლის შემდეგ, შესყიდვების მენეჯერი გახდა. მან კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობასა და მოტივაციას, ასევე, გუნდს, რომელიც გეხმარება მაშინაც, როცა სათანადო კვალიფიკაცია არ გაქვს და საქმეს მხოლოდ ახლა ითვისებ.

„ადრეული ასაკიდანვე მიჩვეული ვარ სხვადასხვა ტემპისა და მიმართულების სამსახურში მუშაობას. ბავშვობიდან მინდოდა დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ამისკენ სწრაფვაში უამრავ პოზიციაზე მიმუშავია, რაც ჩემი სამომავლო გადაწყვეტილებების უდიდესი გამოცდილება და საყრდენი გახდა.

ალიანსში ყველაფერი უსაფრთხოების თანამშრომლობიდან დაიწყო, სადაც გარკვეული დრო დავყავი და ჩემი პასუხისმგებლობების გარდა, ვცდილობდი არსებული ცოდნისთვის ყოველდღიურად რაიმე ახალი შემემატებინა, ამიტომ რეალური პროფესიული გამოცდილების ათვლა ჩემთვის ზუსტად ალიანსიდან იწყება, სადაც დღემდე ვაგრძელებ განვითარებასა და სწავლას“, – გვიამბობს გოგა ღაღანიძე, ალიანს ჯგუფის შესყიდვების მენეჯერი.

M: ალიანსის მარკეტინგის გუნდში როგორ აღმოჩნდით?

უსაფრთხოების თანამშრომლობიდან მარკეტინგამდე კომპანიის მხრიდან თითოეული კადრის განვითარებისადმი დიდმა ინტერესმა მიმიყვანა. „ალიანსში“ როცა  მონდომებას, შრომასა და შესაძლებლობას ხედავენ, ეს ყველაფერი არასდროს რჩება დაუნახავი და მითუმეტეს დაუფასებელი

მარკეტინგის დეპარტამენტში OOH მიმართულებით საქმის შესრულების პროცესებში ჩავერთე, რაც საბანერე, თუ გარე ოფისების სარეკლამო უზრუნველყოფის ორგანიზებას, ექსპლუატაციასა და მათ მონიტორინგს მოიცავდა. ეს ყოველივე კი ალიანსის გარე სარეკლამო პოზიციებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ. პარალელურად ვცდილობდი, ტექნიკური საკითხებისთვის საჭირო მასალა დეტალურად შემესწავლა, ფუნქციების ხარისხიანად და პასუხისმგებლიანად შესასრულებლად

M: რამ მოგცათ თვითგანვითარების მოტივაცია? რატომ არის თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი?

გულწრფელი რომ ვიყო, თვითგანვითარების მოტივაცია იწყება იქიდან, როცა იცი, რომ შენი შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ისეთ გარემოში ხარ მოხვედრილი, სადაც მაშინაც კი დაინახავენ რას შეიძლება მიაღწიო, როცა ჯერ ამას თავადაც ვერ წარმოიდგენ.

ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორიაიცოდე, რომ წინსვლისკენ მომართული შენი ყოველი ნაბიჯი ისეთ კომპანიაში გაქვს გადადგმული, სადაც არის სივრცე და შესაძლებლობა ისწავლო უამრავი რამ და საკუთარ თავში აღმოაჩინო სრულიად ახალი მიგნებები, რომლებიც საბოლოო მიზნამდე მისვლაში დაგეხმარება.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მიზანდასახული და წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანები არიან შეკრებილნი. ასევეკომპანიის ისტორიას, რომელმაც სრულიად ახალ მიმართულებებს ჩაუყარა საფუძველი ქართულ ბაზარზე, რითაც გეძლევა ბიძგი თავადაც წინ იარო და არ ჩამორჩე განვითარების რიტმს.

M:  მარკეტინგის გუნდის გარდა, სხვა დეპარტამენტში აღმოჩნდითრა მიმართულება იყო ეს? რამ დაგაინტერესათ და როგორ აღმოჩნდით იმ დეპარტამენტში ?

ცოტა ხნის წინ, ალიანსის შესყიდვების მენეჯერი გავხდი, შევუერთდი გუნდს, რომელიც დიდ როლს ასრულებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ჩემთვის მოულოდნელი და მოტივაციის დამატებითი წყარო იყო შესყიდვების მენეჯერობის პოზიცია.

ყოველდღიურად მიწევს სრულიად ახალ ადამიანებთან, კომპანიებთან კომუნიკაცია, ბაზრის შესწავლა, სწორი პარტნიორების შერჩევა და მათი პროდუქტის დეტალურად ცოდნაამ მხრივ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მომწონს და რაშიც თავს ყველაზე მეტად ვხედავ.

ვცდილობ, გაორმაგებული ძალისხმევა ჩავდო ჩემი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ცოდნის დაგროვებაში, რათა თავადაც შევიტანო კომპანიის განვითარებაში წვლილი და ხედვა უკვე მიზანმიმართული ქმედებებით გადმოვცე.

M: გამომდინარე იქიდან, რომ ალიანსის სხვადასხვა განყოფილებაში გიმუშავიათ, განსხვავებული უნარ-ჩვევებიც დაგჭირდებოდათ – როგორ აითვისეთ ეს უნარ-ჩვევები და საჭირო ცოდნა?

ალიანსის ყველა დეპარტამენტს სხვადასხვა მუშაობის ტემპი აქვს, რომელსაც გარდა იმისა რომ ცოდნით უნდა დაეწიო, მოძრაობასა და აქტიურობაშიც აუცილებელია ფეხი აუწყო. სწორედ  ეს იყო პირველი უნარჩვევები, რომლის დასწავლაც დამჭირდა.

ალიანსს ძალიან დიდი ამაგი აქვს ამ მხრივ ჩემში ჩადებული, რადგან უშუალო ვალდებულებების გარდა, ძალიან დიდი სივრცე და შესაძლებლობა მქონდა შემესწავლა და ამეთვისებინა ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება და ინტერესის სფერო უკვე მე თვითონ ამერჩია, რაც დიდ კომფორტს მიქმნიდა არამხოლოდ ახალი ცოდნის შეძენაში, არამედ საკუთარი თავის პროფესიულად პოვნის მხრივაც.

M: დღესდღეობით, ადამიანების ცხოვრებაში სამსახურს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათქვენთვის რა არის ის ღირებულება, რაც ალიანს ჯგუფში მუშაობის სურვილს გიჩენთ?

ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ალიანსი, როგორც კომპანია მხარდაჭერაზე, დაფასებასა და გუნდურობაზე დგას. განურჩევლად პოზიციისა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც სამსახურებრივ, თუ პერსონალურ ურთიერთობაში გვერდით არ დაგიდგება და შენი წარმატებით არ იამაყებს. ამით ვქმნით ყველაზე მნიშვნელოვანს, საერთო ღირებულებებზე, კეთილგანწყობასა და ჰუმანურობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, რაც საქმის განხორციელებაში უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს.

გარდა კომპანიის წამყვანი პოზიცირებისა, სწორედ მისი ასეთი დამოკიდებულება მიჩენს ალიანსთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბების სურვილს. მაშინ, როცა უამრავი გარემოება არსებობს, რომ შენ პროფესიულად ჩაიკარგო, ვერ განვითარდე, დემოტივირდე, ალიანსი ზუსტად ამ დროს იჩენს ყველაზე დიდ ყურადღებას და პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებს შენს ზრდაზე, რასაც დღესდღეობით, ხშირად მოისმენთ, თუმცა რეალურად ძალიან იშვიათად თუ გადაეყრებით.

M: რა მნიშვნელობა აქვს, როცა კომპანია თავის თანამშრომელს ასეთ მხარდაჭერას უცხადებს?

ალბათ, ამის კარგი მაგალითი ვარარ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციით იწყებ მუშაობას, იქ, სადაც შენი სჯერათ და გიჭერენ მხარს იმით, რომ ნებისმიერი მიმართულებით განვითარებაში ნდობას გიცხადებენ, ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია.

მინდა ის არასწორი შეხედულება დაიმსხვრეს, რომ დიდ ბრენდთან მუშაობისას აუცილებელია რაიმე სახის რეგალიით ან წარჩინებით მოსვლა, მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კომპანიები სწორედ ასე იქმნებაადამიანის პროფესიული განვითარების დასაწყისის დაფასებითა და მისი სრულად მხარდაჭერით. ჩვენი გუნდი ერთმანეთის წარმატებით, ერთმანეთის გვერდით დგომით ვითარდება ყოველდღიურად, სხვადასხვა დეპარტამენტში ყოფნამაც ზუსტად ეს მასწავლა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განსხვავებულ საქმეს აკეთებ, გუნდური სულისკვეთება ერთიარითაც პირადად ჩემთვის საამაყოა ამ დიდი ოჯახის წევრობა და იმ საქმის კეთებაში მონაწილეობის მიღება, რომელშიც თითოეული ადამიანი დიდ ცოდნას, ენერგიასა და ძალისხმევას დებს.

#სადანროგორ გავერთოთ 4-6 აგვისტოს — ღონისძიებების კალენდარი

ეთერიუმი 8 წლის გახდა: ისტორია და შექმნილი პროექტები