in ,

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბრენდინგი

ფროდაქშენ კომპანია CONNECT-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბრენდინგზე იმუშავა.

“GOGC-ის” ბრენდინგზე მუშაობა, მისი მასშტაბური ხასიათისა თუ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო სრულიად “Connect-ის” გუნდისათვის. ერთობლივი მუშაობის პროცესში ჩვენს უმთავრეს ამოცანას „GOGC”-ის საქმიანობის, სტატუსისა და ხასიათის გათვალისწინებით კორპორაციული ბრენდინგის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც კონკრეტულად, ლოგოსა და ვებსაიტის შქმნას, ასევე, ვიდეოფროდაქშენს მოიცავდა, – თეა გოროზია, Connect-ის მარკეტინგისა და პროექტების მენეჯერი.

თეა გოროზია ამბობს, რომ ლოგო, როგორც კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მის ხედვებსა და მიზნებს პასუხობს.
შინაარსი კი თავის თავში აერთიანებს და ერთ კონცეფციად კრავს როგორც კომპანიის მულტიმიმართულებებსა და საერთაშორისო (მათ შორის, ქართულ) საკრალურ სიმბოლოს მზისა და ენერგიის გამოსახატად,ასევე, ჰარმონიულობასთან დაკავშირებულ ლოტუსის მოყვანილობის ნიშანს, რომელიც “Connect-ის” გუნდმა პარტნიორობის მნიშვნელობასა და კომპანიის პოლიტიკას დაუკავშირა.

ვებსაიტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მარტივი გამართული სისტემისა (UX) და სწორი ვიზუალური კომუნიკაციის (UI) მქონე საიტი იქმნება, რაც, თავის მხრივ, კომპანიის სურვილებსა და საჭიროებებზეა მორგებულია და მეორე მხრივ, კავშირს კომპანიასა და აუდიტორიას შორის აადვილებს.
რაც შეეხება “GOGC-ს” ჩვენ მიერ შექმნილ ვიდეოს, იგი გვამოგზაურებს ქვეყნის 7 რეგიონში და ვხვდებით საქართველოს ულამაზესი ბუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს შერწყმას, სადაც ნათლად ჩანს კორპორაციის მიერ უკვე დასრულებული თუ მიმდინარე პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დატანილია ეკრანზე გამოტანილ საქართველოს რუკაზე და თხრობას გაცილებით თვალსაჩინოსა და მარტივად აღსაქმელს ხდის.

Client: GEORGIAN OIL & GAS CORPORATION
Creative Director: David Rikiashvili
PM: Tea Gorozia

Logo & Branding: Tornike Bokuchava

Senior UX/UI Designer: David Rikiashvili
Front End Developer: Luka Kupunia, Zura Siprashvili
Back End Developer: Natia Gelashvili
Designer: Elene Shengelia
Development team PM: Natia Sukhitashvili
Tester: Nino Sukhitashvili
Video Production Team:
Producer: David Rikiashvili
Direqctor & CG: Beqa Ichqiti
PM: Elene Tchavtchanidze
Camera: Levan Lekiashvili
Drone Camera: Iago Gogilashvili
Assistant: Tornike Rikiashvili
Agency: Connect Co. All rights reserved

ქართული ისტორიული სამოსი Europeana-ზე

ქართული კომპანიები, საბჭოთა კავშირის დროს რომ ეარსებათ