in

ტვინის სკანირებამ აჩვენა, რატომ გვიზიდავს „გოგონა მარგალიტის საყურით“

იან ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატია, ახლა კი მეცნიერებმა იციან რატომ. კითხვაზე პასუხი ტვინის სკანირებებით მიიღეს, რომელიც დამთვალიერებლებს ნახატის ყურებისას გადაუღეს. მე-17 საუკუნის შედევრს ჰააგის მაურიცჰეისის მუზეუმი მასპინძლობს და სწორედ მათ დაავალეს ნეირომეცნიერებს იმის გაზომვა, თუ რა ემართება ტვინს ამ და სხვა ცნობილი ნამუშევრების ნახვისას.

M2
M2

აღმოაჩინეს, რომ აქ საქმე განსაკუთრებულ ნევროლოგიურ ფენომენშია, რომელსაც Sustained Attentional Loop ეწოდება. ეს უკანასკნელი უნიკალურია ვერმეერის ნახატისთვის — მაყურებელს ავტომატურად იზიდავს გოგონას თვალი, შემდგომ პირი და მარგალიტი. მერე კვლავ თვალს ვუბრუნდებით და ასე გრძელდება… მეცნიერთა განმარტებით, სწორედ ამიტომ აკვირდებიან მას უფრო დიდხანს, სხვა ნახატებთან შედარებით — გინდათ თუ არა, თქვენ ყურადღებას აქცევთ, გიწევთ შეიყვაროთ, მოგწონთ თუ არა ეს.

ტვინის ტალღების გაზომვით კი აღმოაჩინეს, რომ პრეკუნეუსი მეტად სტიმულირებული იყო, ტვინის ის ნაწილი, რომელიც ცნობიერებასა და პიროვნულ იდენტობას მართავს. თანაც, თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ეს პირველი ნაშრომია, რომელშიც EEG და MRI ტვინის სკანირებები ხელოვნების ნიმუშებისადმი ნევროლოგიური პასუხების გასაზომად გამოიყენეს.

პროგნოზირებადი იყო, რომ გოგონა მარგალიტის საყურით განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ მიზეზი ჩვენთვისაც სიურპრიზი გახლდათ. რაც უფრო დიდხანს უყურებ ვიღაცას, მით უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება. და გიფიქრიათ, რატომ იცით ამ და არა, სხვა ნახატების შესახებ? იმიტომ, რომ მას ზუსტად ეს განსაკუთრებული ელემენტი აქვს, — აცხადებს მარტინ დე მუნიკი, მეცნიერი.

მეტიც, მკვლევრებმა დამთვალიერებელთა ტვინი ვერმეერის როგორც ორიგინალი, ისე რეპროდუქციული ვერსიის ნახვის დროს შეისწავლეს. აღმოაჩინეს, რომ ემოციური პასუხი ორიგინალის შემთხვევაში 10-ჯერ მეტი იყო. სწორედ ამიტომ გვეუბნებიან, ტვინს ვერ მოატყუებო…

ახლა კი ფიქრობენ, რომ მსგავსი კვლევების სხვა ცნობილ ნახატებზე ჩატარებაც მეტად საინტერესო იქნება, თუნდაც ეს და ვინჩის მონა ლიზა იყოს. 

რა რისკების წინაშე დგას დღესდღეობით დედამიწა?

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება