in

ელექტროსკუტერი Viva ცვალებადი ელემენტით

veon
veon

ტაივანურმა კომპანია Gogoro-მ ახალი სკუტერი, სახელად Viva გამოუშვა. სკუტერი 80 კილოგრამს იწონის და ყველაზე პატარა მოდელია იმათგან, რაც კი აღნიშნულ კომპანიას აქამდე უწარმოებია. ის ქალაქში გადაადგილებისთვისაა გათვლილი და ანაცვლებს გაზზე მომუშავე სკუტერებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 85 კილომეტრი საათშია. რაც მთავარია, მოდელს ცვალებადი ელემენტები აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ენერგიის გამოლევისას მომხმარებელი ახლოს ვერ ნახავს დასამუხტ სადგურს, შეძლებს სათადარიგო ელემენტით შეცვალოს არსებული.

Viva მხოლოდ ერთ ელემენტს იყენებს, რომელიც Panasonic-ის ტიპის უჯრედებისგან შედგება. მსგავსი ელემენტი Tesla Model 3-შიცაა გამოყენებული. გარდა ამისა, Viva-ზე 100-მდე აქსესუარის მიმაგრება შეგეძლებათ და ასევე, მას აქვს 21 ლიტრიანი საცავი (მაგალითად, წყლისთვის, თუ დიდ დისტანციაზე გადაადგილებას გადაწყვეტთ).

Viva, დასაწყისისთვის, ტაივანის ბაზარზე გამოჩნდება. ეს 2019 წლის ოქტომბერში მოხდება. 2020 წლისთვის კი გლობალურ ბაზარზე გახდება ხელმისაწვდომი. მისი ფასი, დაახლოებით, 1800 დოლარია.

გარემოს პლასტმასით დაბინძურების შესახებ შექმნილი პოსტერები თბილისის მეტროებში

100 000 ლარი საინტერესო სტარტაპებს – UG StartUp Factory მორიგ აქსელერაციის პროგრამას იწყებს