in

ქართული სააგენტოების წარმატება Golden Drum-ის ფესტივალზე! ACAG-ის რეიტინგების ათვლა დაიწყო!

Golden Drum საერთაშორისო კრეატიული ფესტივალია, რომელიც წელს, 18-20 ოქტომბერს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ქართველი სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, კერძოდ, კრეატიული სააგენტოების Leavingstone-ისა და Windfors-ის გუნდებმა სლოვენიიდან ვერცხლის ჯილდოები წამოიღეს, ხოლო, Film-ის კატეგორიაში ფინალისტთა შორის, „კაპაროლისთვის“ შესრულებული ნამუშევრით, მოხვდა ABK. Leavingstone-მა, „ნატახტარი ლაითისთვის“ შექმნილი კამპანიით – „მფრინავი ჰამაკი“, Public Relations-ის კატეგორიაში ვერცხლი მოიპოვა და გარდა ამისა, მოხვდა კატეგორია OOH (Out of Home)-ის ფინალისტთა სიაში. Windfor’s-მაც ვერცხლი მოიპოვა, კატეგორიაში Public relations, ნამუშევრით „ვახშამი საქართველოსთან“ და ასევე, გახდა ფინალისტი Capture local spirit-ის კატეგორიაში.

BOG
BOG

აღნიშნული წარმატება აისახა ACAG-ის რეიტინგებზეც, სადაც Leavingstone და Windfor’s თანაბარი, 40-40 ქულით დაწინაურდნენ, ABK-მ კი 10 ქულა დააგროვა. Leavingstone, Windfor’s და ABK საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) წევრები არიან და იღებენ მონაწილებას რეიტინგებში, რომელთა მიხედვითაც, ყოველწლიურად ვლინდება საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. 2016-2017 წლის რეიტინგების შედეგები Ad Black Sea 2017-ზე გახდა ცნობილი. 2017 წლის კრეატიული სააგენტო Windfor’s, ხოლო, წლის დიზაინ სტუდია ABK გახდა. შედეგების გამოცხადების შემდეგ, განულდა ქულები, მონაწილე სააგენტოებმა კი თანაბარ პირობებში განაგრძეს ბრძოლა ტიტულებისათვის. ACAG-ის 2017-2018 წლის რეიტინგების ათვლა Golden Drum-ზე, ქართული სააგენტოების აღნიშნული წარმატების შედეგად დაიწყო. ამ მონაცემებით, 12 სააგენტოს შორის მოწინავე ადგილებს იკავებენ Leavingstone, Windfor’s და ABK. შეგახსენებთ, რომ ACAG-ის რეიტინგები ასახავენ მონაწილე სააგენტოების წარმატებას საერთაშორისო თუ ლოკალურ ფესტივალებზე, ასოციაციის წევრთა მიერ განსაზღვრული წესებისა და ფესტივალთა კოეფიციენტების გათვალისწინებით.

 

აქვე, გთავაზობთ გამარჯვებულ ნამუშევრებს:

Golden Drum-ის ვერცხლის მფლობელი კატეგორიაში PR და კატეგორია OOH-ის ფინალისტი – Leavingstone, ნამუშევარი – „მფრინავი ჰამაკი“

 Golden Drum-ის ვერცხლის მფლობელი კატეგორიაში PR და კატეგორია Capture local spirit-ის ფინალისტი – Windfor’s, ნამუშევარი -„ვახშამი საქართველოსთან“

 Golden Drum-ის Film-ის კატეგორიის ფინალისტი – ABK, ნამუშევარი – „შეამცირე ხარჯი“

საკუთარ ანკესზე წამოგებული მეთევზე – Snickers-ის ვიდეორგოლი ჰელოუინისთვის

„ანემონეს“ შექმნით გვინდა, სიყვარული გავავრცელოთ“ – ანისა და გიოს ცოცხალი მცენარეების მაღაზია