ქართული სარეკლამო სააგენტო „რედბერი“ საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Golden Drum ოქროს მფლობელი გახდა. 17-19 ოქტომბერს, სლოვენიაში, ოცდამეხუთედ ჩატარებულ ფესტივალზე სააგენტომ თავისი პირველი Golden Drum მოიპოვა. „რედბერიმ“ ჯილდო კატეგორიაში Brand Repositioning, Georgian Water and Power-ისთვის შესრულებული კამპანიისთვის მიიღო.















