in

17 ჯილდო! ქართული კრეატიული სააგენტოების ტრიუმფი Golden Hammer-ის საერთაშორისო ფესტივალზე!

Golden Hammer საერთაშორისო კრეატიული ფესტივალია, რომელიც 1999 წლიდან, ყოველწლიურად, ლატვიაში ტარდება და 25-ზე მეტი ქვეყნის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელს შესაჯიბრებლად იწვევს. გამოწვევა მიიღო და შთამბეჭდავი წარმატება დაიმსახურა ოთხმა ქართულმა სააგენტომ: Leavingstone, Windfor’s, JWT Metro და Redberry. 31 მაისს გამართული საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორები „თოლიები” არიან; მათ მოიპოვეს Golden Hammer-ის ხუთი მთავარი ჯილდოდან ორი – CREATIVITY CASE 2017 და ACCESS KEY 2017. გარდა ამ ორი პრიზისა, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის შდეგად, Leavingstone-ის ანგარიშზეა 9 ჯილდო: გრან პრი, ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი კატეგორიის ფინალისტის წოდება. რაც შეეხება დანარჩენ სამ წარმატებულ სააგენტოს, Windfor’s-მა რიგაში ერთი ვერცხლი და სამ კატეგორიაში ფინალისტის წოდება, ხოლო, JWT Metro-მ და Redberry-მ, ერთობლივი ნამუშევრით, ერთი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს. მარკეტერი წარმოგიდგენთ წარმატებულ ნამუშევრებს კატეგორიებისა და მოპოვებული ჯილდოების მიხედვით:

BOG
BOG

 

Leavingstone – ნამუშევარი – Hungry Hungry Hamsters საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „სუპრემოსთვის” შეიქმნა, ფესტივალ Golden Hammer-ზე ის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდა:
კატეგორია Craft – Video ჯილდოები ACCESS KEY, CREATIVITY CASE, GOLD, GRAND-PRIX
კატეგორია PR – Digital communication ჯილდო – GOLD 
კატეგორია Digital and Mobile – Social platform video ჯილდოSILVER

https://www.facebook.com/LeavingStone/videos/1658878547470674/


Leavingstone
– ნამუშევარი – Flying Hammock ლუდსახარში „ნატახტარის” ახალი ლუდისთვის შეიქმნა, ფესტივალ Golden Hammer-ში კი შემდეგ კატეგორიებში, შემდეგი პრიზები მოიპოვა:
კატეგორია Outdoor – Ambient ჯილდოGOLD
კატეგორია PR – PR driven integrated campaign ჯილდოGOLD
კატეგორია Media – Special Events and Stunt/Live Advertising  ჯილდოGOLD
კატეგორია Digital and Mobile – Viral video ჯილდო –  SILVER
კატეგორია Campaigns – Integrated multi- platform campaign ჯილდოDIPLOMA

 

Windfor’s ნამუშევარი Dinner With Georgia. კამპანია „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” შეკვეთით განხორციელდა და „მეექვსმილიონე ტურისტის” სახელითაა ცნობილი. ნამუშევარმა Golden Hammer-ზე შემდეგი ჯილდოები მოიპოვა:
კატეგორია Media – Special Events and Stunt/Live Advertising  ჯილდოSILVER
კატეგორია Digital and Mobile – Platforms  ჯილდო – DIPLOMA
კატეგორია Promo & Activation – Promotional Stunts and Live Advertising  ჯილდო – DIPLOMA
კატეგორია PR – Event PR ჯილდო – DIPLOMA

 

JWT Metro-სა და Redberry-ს კამპანია Reinventing Santa  „საქართველოს ბანკისა” და „საქართველოს ფოსტის” ერთობლივი პროექტისთვის შესრულდა. ნამუშევარმა Golden Hammer-ზე შემდეგი ჯილდოები მოიპოვა:
კატეგორია Digital and Mobile – Social network solutions ჯილდო – GOLD
კატეგორია Media – Social platforms and Communities ჯილდო – SILVER
კატეგორია PR – Digital communication ჯილდო – SILVER

კონკურსის შედეგები, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ შედგენილ რეიტინგებზე აისახა, რომლის წარმოებაც ასოციაციის წევრი 17 საკომუნიკაციო კომპანიის მიერ შედგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს.

რუსუდან კბილაშვილი – #პირველისამსახური

10-11 ივნისს ქალი მეწარმეებისთვის სტარტაპ კრეათონი ჩატარდება!