in

ბიზნესის „ოქროს სია“ გაუქმდა

„ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები იმპორტის გადასახდელების გადახდისას, პრივილეგიით აღარ ისარგებლებენ. ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს, სხვა შემთხვევაში კი 2 ივლისს ამოქმედდება.

BOG
BOG

ბრძანების მიხედვით ე.წ.ოქროს სიის მონაწილეებიც იმპორტის გადასახდელებს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 დღეში გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ვადა აქამდე 30 დღე იყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება 217 კომპანიას შეეხება. გთავაზობთ აქამდე „ოროს სიაში“ შემავალი კომპანიების სრულ სიას (bpn.ge).

აღსანიშნავია, რომ „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს, კომპანიებს, შემოსავლების სამსახური ანიჭებდა.

 

#სადანროგორ: ღონისძიებები 7-12 ივნისი