საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi სტუმარმასპინძლობის სექტორში ინოვაციური მიდგომებითა და ულტრათანამედროვე სიახლეებით შემოვიდა. Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის — Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს.
სასტუმროს ლობი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც ციფრული ხელოვნების კედელია განთავსებული. ციფრულ გალერეაში ქართველი NFT არტისტების გამოფენები გაიმართება, რომელსაც ArtUp – Street Gallery წარმოადგენს.
ArtUp – Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში. მისი კონცეფცია კი გულისხმობს ციფრული ხელოვნების წარმოჩენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებსა და ქუჩებში.
Golden Tulip Design Tbilisi-ის ციფრული გალერეა, პროექტ Dreamhunter-ის გამოფენით გაიხსნა, რომელიც არტისტმა ლევან ამაშუკელმა შექმნა.
„ღამით, როდესაც მოგზაურობთ წარმავალ და კაშკაშა წარმოსახვით, არაჩვეულებრივ გამოგონილ სამყაროში, იდუმალი ადგილები სავსეა ყველა სახის სიზმრით — სიზმარი, რომელიც კურნავს, სიზმარი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენზე, ან შეგიყვანოთ შეცდომაში, ან სიზმარი, რომელიც იმდენად კაშკაშაა, რომ როგორც ჩანს, ვერასდროს დაივიწყებთ. მაგრამ დილის დადგომასთან ერთად, ისინი იფანტება და თქვენ ვერ ახერხებთ სიზმრის „დაჭერას“, თუნდაც იმას, რის დამახსოვრებასაც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდით. საინტერესოა, რა იგულისხმება ამ სიზმრებში, რის შესახებ უნდოდათ გაეფრთხილებინეთ და რას გიწინასწარმეტყველებდნენ. სიზმრები არის ჩვენი ყველაზე კრეატიული და შთამაგონებელი ნაწილი. სიზმრებში ვხვდებით ვინ ვართ სინამდვილეში და რა გვინდა გავხდეთ. ასე რომ, ხვალ დილით, როცა გაიღვიძებ, ახალი დღის დაწყებამდე, აუცილებლად მიეცი საკუთარ გონებას კიდევ რამდენიმე წამით სიზმარში მოგზაურობის უფლება“, — გვიყვება ლევან ამაშუკელი.
„ჩვენი სასტუმროს ლობი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც განთავსდა ციფრული არტის გალერეა. აქ ჩვენ მუდმივად გვექნება NFT არტების განახლებადი ექსპოზიციები, რითაც გვინდა ხელი შევუწყოთ თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედების წარმოჩენას და პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ადგილობრივი სტუმრებისთვის“, — აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი.
[R]