in

Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორნებს ზურა ქუთათელაძე უხელმძღვანელებს

საერთაშორისო ქსელის სასტუმრო, Golden Tulip Design Tbilisi-ის Food & Beverage-ის მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სასტუმროს რესტორნებს ზურა ქუთათელაძე ჩაუდგა სათავეში.

მას ჰოსფითალითი სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. ზურა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე დიდ ჯგუფებში: Adjara Group,  Silk Hospitality და სხვ.

ზურა ქუთათელაძეს ჰოსფითალითი მიმართულებით განათლება ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სწავლის პარალელურად კი აშშ-ში, რამდენიმე მსხვილ ობიექტში მუშაობდა.

დღეს აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობს GIPA-ში და ატარებს ტრენინგებს სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის.

პირველ რიგში, მოკლედ მიმოვიხილოთ შენი გამოცდილება, უფრო ვრცლად რომ მოგვიყვე რა გზა განვლე Golden Tulip Design Tbilisi-მდე?

ჩემი პირველი შეხება სტუმარმასპინძლობის სფეროსთან ბავშვობაში დაიწყო. ჩემს ოჯახს ბაკურიანში პატარა საოჯახო სასტუმრო ჰქონდა. მახსოვს, გული მწყდებოდა როდესაც ადამიანები ისე მიდიოდნენ ჩვენი სასტუმროდან, რომ არანაირი ემოციის ან მოგონების კვალი არ რჩებოდა. მაშინ ჩავიფიქრე რომ ისეთ სასტუმროს ან რესტორანს გავხსნიდი, საიდანაც ადამიანები ემოციებით დატვირთულნი წავიდოდნენ.

სტუდენტობის პერიოდში გამიმართლა და New York-ში მომიხდა წასვლა.

სწავლის პარალელურად, ბარში დავიწყე მუშაობა, სადაც ბევრი ამ საქმეზე შეყვარებული ადამიანი გავიცანი. სწორედ ისინი გახდნენ ჩემი ინსპირაციის წყარო და მალევე შევიცვალე პროფესია. იურიდიული ფაკულტეტიდან Hospitality Management-ში აღმოვჩნდი.

2018 წლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდი და მუშაობა Adjara Group-ში დავიწყე.  1 წელიწადში გავხდი სერვის ტრენერი. ტრენინგებს ვქმნიდი და ვატარებდი  ისეთ ობიექტებზე როგორებიცაა: Rooms Hotels (Tbilisi, Kazbegi, Kokhta), Café Stamba, Lolita, Holiday Inn, Fabrika , Shukura.
ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე Silk Hospitality-ის, სადაც მულტიფუნქციური ცენტრი Republic-ის სასმელების და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიმუშავე.

გარდა ამისა, იყო სხვა საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული.

საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვს, რით იყო შენთვის საინტერესო ახალი პოზიცია და Golden Tulip Design Tbilisi?

დიდი ხანია ვაკვირდები ამ ძლიერი გუნდის წევრებს. რა თქმა უნდა განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენს გენერალურ მენეჯერს, ქალბატონ ელენე ოთარაშვილს. მისი მუშაობის სტილი და საქმის კეთების ხარისხი ძალიან ახლოსა  ჩემთან. აქ დავინახე ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვი. დავინახე ის პოტენციალი, რაც ამ უდიდესი შედეგების მქონე გუნდს გააჩნია. გახსნიდან 1 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე მიიღო „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ და „საუკეთესო ბარის“ წოდება ისეთი შედეგია, რომელზეც ძალიან ცნობილი ბრენდული სასტუმროებიც კი ოცნებობენ.

რა სიახლეებს გვპირდება Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორნები ამჯერად შენი ხელმძღვანელობით?

განვითარების სტრატეგიაზე მთლიანი გუნდი ვმუშაობთ. ჩემთვის არსებობს სამი ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ვფიქრობ ვერცერთი ქართული ობიექტი სრულად ვერ აკმაყოფილებს: სტაბილურად განვითარება; ხარისხიანი, გემრიელი, ხელმისაწვდომი სასმელები და კერძები; სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომსახურება.

საქართველოში, თითქმის ყველა ობიექტი მოიკოჭლებს რომელიმე ასპექტში. ჩემი გამოწვევაც სწორედ ეს არის. Golden Tulip Design Tbilisi და მისი რესტორნები ვაქციოთ სივრცედ, სადაც სამივე კომპონენტი იდეალურად შესრულდება.

სულ მალე შემოგთავაზებთ მენიუს განახლებულ  კონცეფციას. პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი სერვისის განვითარებაზე, რათა სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ამ ნაწილში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო ბრენდის გამოცდილებაც, მათი ტრენინგ სკოლა და ა.შ.

მოგეხსენებათ, ჩვენი რესტორნის და ტერასის პანორამული ხედი საუკეთესოა ქალაქში, საიდანაც შესანიშნავად ჩანს თბილისის განვლილი გზა შუა საუკუნეებიდან დღემდე. ხედი, სადაც მწვანე თბილისი ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, მინდა ტერასა ამ თემატიკით დავტვირთოთ და ჩვენს ექსკლუზიურ ღონისძიებებს ახალი ხასიათი შევძინოთ.

[პარტნიორის კონტენტი] 

საქმისადმი ერთგულება, ცნობისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა ქმნის წარმატებას – თორნიკე გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს