in

პროფესიული სოციალური ქსელი, რომელსაც AI მართავს — Louisa

veon
veon

საინვესტიციო საბანკო გიგანტმა Goldman Sachs ახალი სოციალური ქსელი შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. სახელწოდებით Louisa, პლატფორმა მიზნად ისახავს, მთელი პროფესიული სამყარო ერთმანეთს დააკავშიროს — ამიტომაც ქმნის თანამშრომლებისთვის პროფილებს ავტომატურად და ინფორმაციასაც იმისთვის აგროვებს, რომ ერთნაირი ინტერესის მქონე ადამიანებს მოუყაროს თავი.

როგორც სოციალური ქსელის დამფუძნებელი როჰან დოქტორი აღწერს, ის LinekdIn-ის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ფუნქციონალებით მაინც განსხვავდება. პლატფორმაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც როჰანმა მასშტაბური საქმიანი გარიგება დადო. სწორედ ამან უბიძგა საქმიანი ურთიერთობების გამარტივებისა და განვითარების გადაწყვეტაზე ფიქრისკენ. გარდა ამისა, ჰიბრიდული მუშაობის ახალმა ეპოქამ კიდევ უფრო დააჩქარა პროცესები, რადგან ინტერნეტმა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეითავსა კავშირების კუთხით.

თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ ადგილობრივი თანამშრომლებისთვის ამოქმედდა, როგორც პლატფორმა, სადაც ახალი პროდუქტების გაშვება შეეძლოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი შიდა სოციალურ ქსელად ჩამოყალიბდა, ახალი იდეების გასაზიარებლად როგორც კოლეგებთან, ისე უფროსებთან და კლიენტებთან.

ხოლო ახლა Louisa დამოუკიდებელ ვებგვერდად იქცა, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ქვეყნები საქართველოში და რა გავითვალისწინოთ მოგზაურობის დაგეგმვისას

3 მეთოდი მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა თავს მარტოსულად აგრძნობინებს